კვებაში თავს იზღუდავთ, თუმცა წონას ვერ იკლებთ? გამოსავალი ამ ხელმისაწვდომ საშინაო სასმელშია

1434

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული გამწმენდი სასმლის რეცეპტს. ვიტამინებითა და სასარგებლო საკვები ნივთიერებებით გაჯერებული თითოეული ინგრედიენტი სასარგებლოა ორგანიზმისთვის. სასმელი აძლიერებს იმუნიტეტს, წმენდს ორგანიზმს, წვავს ცხიმებს და ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ცალი ლიმონის წვენი
  • ჩიას მარცვლები 1 ს. კ.
  • თაფლი 1 ს. კ.
  • წყალი ჭიქა-ნახევარი

მომზადებისა და მიღების წესები:

პირველ რიგში, ჩიას მარცვლებს დაასხით წყალი და გააჩერეთ 1 საათი. ჩალბობის შემდეგ მარცვლები გელის მაგვარ გრანულებს ემსგავსება. შემდეგ დაამატეთ დანარჩენი  ინგრედიენტები და დააბლენდერეთ.

გემრიელი და სასარგებლო სასმელი დალიეთ ყოველ დილით, უზმოზე. ის ასწრაფებს მეტაბოლიზმს და მოგაშორებთ ზედმეტ კილოგრამებს. მიიღეთ 1 თვის განმავლობაში.

მართალია, სასმელი წონის დასაკლებად უძლიერესი საშუალებაა, მაგრამ მაქსიმალური შედეგის მისაღებად აუცილებლად უნდა იკვებოთ სწორად.