4 მარტივი საშინაო საშუალება, რომელიც მარტივად გაგიწმენდთ ფორებს და დიდი ხნით დაგიცავთ შავი წერტილების გაჩენისგან

685

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტების ბაზაზე მომზადებული უმარტივესი და ეფექტური ხელნაკეთი ნიღბების რეცეპტებს, რომელთა საშუალებით შეძლებთ ღრმა ფორების გაწმენდას და შევიწროებას. მოცემული საშუალებები წმენდს კანს,  მოგაშორებთ ცხიმიან ბზინვარებას და მოგიგვარებთ კანის სხვა პრობლემებს.

1. ლიმონის წვენი და კვერცხის ცილა

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 2 ცალი კვერცხის ცილა
  • ლიმონის წვენი 4 წვეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

კვერცხის ცილას დაამატეთ ლიმონის წვენი და სილიკონის ფუნჯის საშუალებით კარგად აურიეთ. მომზადებული მასა წაისვით სახის კანზე და გაიჩერეთ 15-20 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

2. ლიმონისა და პამიდვრის წვენი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • პამიდორი 2 ცალი
  • რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი (5-6 წვეთი)

მომზადებისა და გამოყენების წესები:

პამიდორი კარგად დაჭყლიტეთ ისე, რომ მოამზადოთ პიურე. დაამატეთ ლიმონის წვენი და აურიეთ. უნდა მიიღოთ სქელი მასა. ნიღაბი წაისვით სახის კანზე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დაზიანებულ უბნებს. სამოქმედოდ დაიტოვეთ სრულ გაშრობამდე. ბოლოს სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

3. კიტრი, ვარდის წყალი და ლიმონი

ეს უძლიერესი კომბინაციაა, რომელიც წმენდს და ავიწროებს ფორებს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • კიტრი 1 ცალი
  • ვარდის წყალი 1 ჩ. კ.
  • ლიმონის წვენი 3-4 წვეთი

პირველ რიგში, გათალეთ კიტრი, დაჭერით პატარა ნაჭრებად,  დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და დააბლენდერეთ. მომზადებული მასა წაისვით სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. ნიღაბი უნდა გაშრეს. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

4. ლიმონის წვენი და ანანასი

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ანანასის წვენი 4 ს. კ.
  • ლიმონის წვენი 4-5 წვეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. დაგჭირდებათ მარლის საფენი ან რბილი ქსოვილი. მომზადებული მასით გააჯერეთ ქსოვილი და დაიფინეთ სახეზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი. პროცედურის ბოლოს სახე თბილი წყლით დაიბანეთ.

ანანასი შეიცავს დიდი რაოდენობით ფერმენტებს და გაფართოებული ფორების შესავიწროებლად საუკეთესო საშუალებაა.