მოამზადეთ და მიირთვით ჭარხლის ბურახი. გაწმენდს ღვიძლს, გააუმჯობესებს საჭმლის მონელებას და მოაწესრიგებს წნევას

416

შემოგთავაზებთ ჭარხლის ბაზაზე მომზადებული სამკურნალო  ბურახის რეცეპტს. სასარგებლო ბოსტნეულით მომზადებულ ბურახს მრავალი სარგებელი მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის. წმენდს ღვიძლს, ნაწლავებს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აგარიდებთ ათეროსკლეროზის განვითარებას, არეგულირებს არტერიულ წნევას.

სამკურნალო ბურახის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ჭარხალი 700 გრ
  • 2 ნაჭერი ჭვავის პური
  • შაქარი 200 გრ
  • ქიშმიში 100 გრ

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. დაგჭირდებათ მინის სამლიტრიანი ქილა (სასურველია თიხის ჭურჭელი).
  2. წყალი აადუღეთ და გააგრილეთ.
  3. ჭარხალი კარგად გარეცხეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად და ჩაყარეთ სუფთა ქილაში.
  4. დაამატეთ გარეცხილი ქიშმიში, შაქარი და პური.
  5. ქილა გაავსეთ გადადუღებული წყლით, მოურიეთ, დააფარეთ ორი ფენა მარლა და 6-7 დღით დადეთ სიბნელეში. აუცილებლად მოურიეთ დღეში 2-ჯერ და მოხადეთ ქაფი.
  6. 7 დღის შემდეგ მარლის საშუალებით გადაწურეთ. მზა ბურახი გადაიტანეთ მინის ბოთლში, დაახურეთ ხუფი და შედეთ მაცივარში.
  7. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, 3-3 ს. კ. სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ მომზადებული მასის ამოწურვამდე. შემდეგ შეისვენეთ 3 თვე და კვლავ გაიმეორეთ. ასე გააგრძელეთ 1 წლის განმავლობაში.

ჭარხლის ბურახის მიღება არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც დაბალი წნევა, პოდაგრა, თირკმელებისა და კუჭ-ნაწლავის გამწვავებული ქრონიკული დაავადებები აქვთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!