რატომ და როგორ მივირთვათ ნედლი გოგრა. მოიწესრიგებთ შაქრის დონეს, გაიწმენდთ სხეულს და გაიუმჯობესებთ საჭმლის მონელებას

7593

გოგრის ნედლი სახით მირთმევა არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიცაა. თერმული დამუშავების შემდეგ ამ პროდუქტში ვიტამინებისა და მინერალების დიდი ნაწილი ნადგურდება, ხოლო ნედლ რბილობში სასარგებლო მკვებავი ნივთიერებები ბოლომდე არის შენარჩუნებული.

ეს უნიკალური ბოსტნეული შეიცავს საკმაოდ იშვიათ T ვიტამინს, რომლის დეფიციტიც იწვევს მეტაბოლიზმისა და სისხლის წითელი უჯრედების გამომუშავების პროცესის დარღვევას.

თუ თქვენი მიზანია წონის დაკლება, კუნთოვანი მასის მომატება და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის მოწესრიგება, სტრესისა და მშფოთვარების დამარცხება, აუცილებლად მიირთვით ნედლი გოგრა.

მისგან მომზადებული კოქტეილები, რომელთა რეცეპტებს დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ, აძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას, აწესრიგებს კუჭისა და ნაწლავების მუშაობას, წმენდს სხეულს დაგროვებული ტოქსინებისა და წიდებისგან, აქვს დადებითი გავლენა ჩვენი კანისა და თმის მდგომარეობაზე, არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას და ა.შ.

ნედლი სახით გოგრის მირთმევა შეგიძლიათ დღის განმავლობაში არაუმეტეს ნახევარი კილოგრამისა. მოხარშული რბილობი შეგიძლიათ მიირთვათ 2 კილოგრამამდე. ყოველთვის მიანიჭეთ უპირატესობა ნედლ პროდუქტს, რადგან, როგორც უკვე გითხარით, მასში სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების შემცველობა მაქსიმუმს უტოლდება.

რეცეეპტი №1 – გოგრას პლუს სტაფილო

ინგრედიენტები:

  • 100 გრამი სტაფილო
  • 150 გრამი გოგრა
  • 1 ჩაის ჭიქა მაწონი ან კეფირი

ინსტრუქცია:

წვრილად დაჭრილი სტაფილო და გოგრა ჩაყარეთ ბლენდერში, დაუმატეთ 1 ჩაის ჭიქა ნატურალური მაწონი ან კეფირი და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მზა სასმელი მიირთვით ყოველ დილას, უზმოზე.

რეცეეპტი №2 – გოგრას პლუს ფორთოხალი

ინგრედიენტები:

  • 200 გრამი გოგრა
  • ერთი დიდი ზომის ფორთოხალი
  • 2 ფინიკი
  • 2 გარგარის ჩირი (კურაგა)
  • მწიკვი დარიჩინი

ინსტრუქცია:

ყველა ინგრედიენტი დაჭერით პატარა კუბიკებად, ჩაყარეთ ბლენდერში და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიირთვით ეს საშუალება ყოველ დილას, უზმოზე.

რეცეეპტი №3 – გოგრას პლუს ჯანჯაფილი

ინგრედიენტები:

  • 200 გრამი გოგრა
  • 1 ბანანი
  • 2 ჩ.კ. დაფქული ჯანჯაფილი
  • 30 გრამი დაფქული ნუში
  • 1 ჩ.კ. ჯანჯაფილი
  • მწიკვი დარიჩინი

ინსტრუქცია:

ყველა ინგრედიენტისაგან მოამზადეთ ერთგვაროვანი მასა ბლენდერის გამოყენებით. მზა სასმელი მიირთვით დილას, უზმოზე.

რეცეეპტი №4 – გოგრას პლუს შვრია

ინგრედიენტები:

  • 200 გრამი გოგრა
  • 2-3 ს.კ. შვრიის ფანტელები
  • 200 მლ რძე
  • 1 ჩ.კ. თაფლი
  • ნახევარი ჩ.კ. დარიჩინი

ინსტრუქცია:

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე რამდენიმე წუთის განმავლობაში. დაიწყეთ დილა ახლადმომზადებული კოქტეილით, რათა დაიტვირთოთ მთელი დღისათვის საჭირო ენერგიით.

როგორც უკვე გითხარით, ნედლი გოგრის რეგულარულად მირთმევით მიიღებთ ძალიან დიდ სარგებელს. ჩაინიშნეთ ეს რეცეპტები და გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც, ისინი მადლიერები დარჩებიან. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!