შემოგთავაზებთ სახის კანის გამაახალგაზრდავებელი ნიღბის რეცეპტს. 2-3 კვირის განმავლობაში რეგულარული პროცედურების შემდეგ მიიღებთ მაქსიმალურად ეფექტურ შედეგს.
ნიღბის ძირითადი ინგრედიენტია ლამინარიას, იგივე ზღვის კომბოსტოს, ფხვნილი. ზღვის კომბოსტო მდიდარია ვიტამინებით, მიკრო და მაკრო ელემენტებით. მისი მშრალი ფხვნილისგან მომზადებული ნიღაბი სასარგებლოა როგორც მშრალი, ისე ცხიმიანი კანისთვის. ნიღაბი ამკვრივებს კანს და ანიჭებს ელასტიურობას.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- ლამინარიას ფხვნილი 2-3 ჩ. კ.
- ადუღებული წყალი 4-5 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ლამინარიას მშრალ ფხვნილს ნელ-ნელა დაასხით მდუღარე და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წყალი ბევრი არ მოგივიდეთ, თორემ მიიღებთ თხელ მასას და ძნელი იქნება გამოსაყენებლად. დაახურეთ ლამბაქი და გააჩერეთ 5-10 წუთი.
თუ ცხიმიანი კანი გაქვთ ნიღაბს დაამატეთ ლიმონის წვენი რამდენიმე წვეთი, ხოლო მშრალი კანისთვის_ არარაფინირებული ზეთის ან A ან E ვიტამინის რამდენიმე წვეთი. აურიეთ და წაისვით სახის კანზე. გაიჩერეთ 25 წუთი. ნარჩენი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ნიღაბი წაისვით კვირაში 3-4-ჯერ. 2 კვირის შემდეგ მიიღებთ ეფექტურ შედეგს. ნიღაბი ამკვრივებს სახის კანს, მატებს ელასტიურბას და მოგიგვარებთ კანის სხვა პრობლემებს.