წარუმატელი მცდელობებით იმედგაცრუებულმა ფეხებში სიმძიმის, ტკივილისა და დისკომფორტის განცდას დაფნით ვუმკურნალე

2627

სიმძიმის, დისკომფორტისა და ტკივილის საშინელი განცდა ფეხებში ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ყოველი დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ ეს უსიამოვნო პრობლემა აუცილებლად თავს მახსენებდა. დისკომფორტის შეგრძნება იმდენად საშინელი იყო, რომ ღამით გამოძინებასა და დასვენებას ვერც კი ვახერხებდი.

რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა ჩემს ცხოვრებაზე და მის ხარისხზე ძალიან უარყოფითი გავლენა იქონია. მოძრაობის სურვილი საერთოდ დაკარგული მქონდა, რადგან შედეგი წინასწარ ვიცოდი: ფეხების დასივება და შეშუპება, სიმძიმის განცდა, ჩხვლეტის შეგრძნება და ტკივილი.

მრავლი წარუმატელი მცდელობისაგან იმედგაცრუებულმა ინტერნეტ სივრცეში ერთი შეხედვით საკმაოდ იოლი რეცეპტი სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე. მისი ავტორის მტკიცებით, დაფნის ფოთლით მარტივად არის შესაძლებელი იმ პრობლემების განკურნება და თავიდან მოშორება, რომლებიც სიცოცხლეს მიმწარებდა. რა თქმა უნდა, რეცეპტი მაშინვე ჩავინიშნე და ამ საშუალების საკუთარ თავზე გამოყენებას შევუდექი.

დაფნის ფოთოლი კიდურებისთვის

სიმართლე გითხრათ, სასიამოვნო ცვლილებები და საოცარი შვება რეგულარული პროცედურების დაწყებიდან ხანმოკლე დროში, დაახლოებით 1 კვირაში ვიგრძენი. ამ საშუალებით იმდენად კმაყოფილი ვარ, რომ დღეს მის შესახებ თქვენც დეტალურად გიამბობთ.

თუ ტკივილისა და სიმძიმის მუდმივი შეგრძნება თქვენთვისაც კარგად არის ნაცნობი, აუცილებლად იხელმძღვანელეთ ამ ინფორმაციით. შეიძინეთ 3 შეფუთვა დაფნის ფოთლები მაღაზიებში (თითო 10 გრმიანი), ან შეაგროვეთ ის, გამოაშრეთ და დაფქვით საკუთარი ხელით (დაგჭირდებათ 30 გრამი ფხვნილი). ეს რაოდენობა გეყოფათ მთლიანი კურსისთვის.

ჩაასხით ქვაბში 7-10 ლიტრი წყალი, ჩაყარეთ 1 შეფუთვა ან 10 გრამი დაფნის ფოთლები და დაგით ცეცხლზე. როდესაც წყალი ადუღდება, ჩაასხით ის ტაშტში და ოდნავ გაგრილების შემდეგ მოათავსეთ ფეხები ამ ნახარშში 15-20 წუთით. პროცედურის შემდეგ ამოიცვით თბილი წინდები და დაწექით დასაძინებლად.

ეს ნახარში, რომელიც უკვე გამოიყენეთ და რომელშიც ფეხები გქონდათ მოთავსებული, არ გადაღვაროთ. მეორე დილას დაუმატეთ მას კიდევ 10 გრამი დაფნის ფოთლები, მიიყვანეთ დუღილამდე და კვლავ მოათავსეთ ფეხები 10 წუთით. მესამე დღეს გაიმეორეთ ანალოგიური პროცედურა.

ამ 3 დღეში საოცარ შვებას აუცილებლად იგრძნობთ. სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნება დაფნის ფოთლის ნახარშის გამოყენების შემდეგ აღარ შეგაწუხებთ. 3 დღიანი კურსის ჩატარების შემდეგ აიღეთ შესვენება გარკვეული ვადით. საჭიროების შემთხვევაში, კვლავ შეუდექით პროცედურებს.

იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!