ფრჩხილის პლასტინის გაყვითლება და მისი დეფორმაცია, ბზარების გაჩენა თითებს შორის, კანის აქერცვლა და ქავილის აუტანელი შეგრძნება – სიმპტომები, რომლებიც სოკოვანი ინფექციისთვისაა დამახასიათებელი.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ჩვენი პლანეტის ყოველი მე-5 მოსახლე ამ უსიამოვნო პრობლემისაგან იტანჯება. დაქვეითებული, დასუსტებული იმუნიტეტი, ზემეტად მჭიდრო ფეხსაცმლის ტარება, ფეხების ჭარბოფლიანობა და ჭარბი წონა – ძირითადი ფაქტორები, რომლებიც სოკოვანი ინფექციის განვითარებას პროვოცირებს.
როგორც კი პირველივე სიმპტომებს შენიშნავთ, იმოქმედეთ დაუყონებლივ. გახსოვდეთ, საწყის სტადიაზე ნებისმიერი დაავადების განკურნება გაცილებით მარტივია, ვიდრე დაგვიანებული მკურნალობბის შემთხვევაში.
როგორ მოვიქცეთ პრობლემის გადასაჭრელად? გირჩევთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში დახმარებისთვის ხალხური მედიცინის რეცეპტებს მიმართოთ, რომელთა ეფექტურობა დროითა და გამოცდილებით არის დადასტურებული.
დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ საკმაოდ მრტივი საშინაო საშუალების შესახებ, რომელიც შედგება მხოლოდ 2 კომპონენტისაგან. ის სწრაფად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას და ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში – ბოლომდე გაგათავისუფლებთ სოკოვანი ინფექციისგან.
საჭმელი სოდა და ვაშლის ძმარი – ორი პროდუქტი, რომელსაც ვხვდებით პრაქტიკულად ყველა დიასახლისის სამზარეულოში. სწორედ მათი კომბინირებით ვიღებთ ძლიერმოქმედ საშუალებას, რომელიც გვეხმარება სოკოვანი ინფექციის დამარცხებაში.
ჩაასხით ტაშტში ვაშლის ძმარი და დაუმატეთ 3-ჯერ დიდი რაოდენობით თბილი, კანისათვის კომფორტული ტემპერატურის წყალი. მოათავსეთ ფეხები ამ აბაზანაში 20 წუთით, შემდეგ კარგად შეიმშრალეთ.
მოამაზადეთ ახალი აბაზანა: ჩაასხით ტაშტში 2 ლიტრი თბილი წყალი და დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა. კვლავ მოთავსეთ ფეხები აბაზანაში 15 წუთით, შემდეგ შეიმშრალეთ და შეუდექით ფრჩხილის ზედა დაინფიცირებული მონაკვეთების მოჭრას (ამ პროცედურების შემდეგ ფრჩილების დაჭრის პროცესი გაცილებით მარტივი და უმტკივნეულო იქნება).
სოკოვანი ინფექცია რომ დაამარცხოთ, ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ ყოველ საღამოს იქამდე, სანამ ჯანსაღი ფრჩხილები არ წამოგეზრდებათ. ამ მეთოდის მთელი არსი მდგომარეობს იმ ფაქტში, რომ სოკოს არ შეუძლია არსებობა მჟავა გარემოში, ხოლო საკვები სოდა თავიდან გვარიდებს მომავალში ინფექციის კვლავ განვითარებას.
ძალიან კარგი იქნება, თუ ასეთი პროცედურების შემდეგ ფრჩხილებს ჩაის ხის ზეთით დაიმუშავებთ, რომლისთვისაც სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული ძლიერი თვისებებია დამახასიათებელი.