სიბერემ კარს რაც შეიძლება გვიან რომ მოგიკაკუნოთ, ყოველ დილას მიირთვით სალბის ჩაი

0
153

სამწუხაროდ, დროის შეჩერება და სიბერის თავიდან არიდება შეუძლებელია, წლებსა და ნაოჭებს ვერსად გავექცევით. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უარი უნდა ვთქვათ თავის მოსავლელ სხვადასხვა საშუალებებზე და შევწყვიტოთ რეგულარულად საჭირო ზომების მიღება… მართალია, სიბერეს ვერ გავექცევით, თუმცა სავსებით შესაძლებელია მისი შეფერხება.

სალბი (შალფეი) – მცენარე, რომელიც შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით ახალგაზრდობისა და სილამაზის ჰორმონს, რომელსაც ესტროგენის სახელწოდებით ვიცნობთ.

თუ თქვენ 35 წელს მიაღწიეთ, ჩემი რჩევა იქნება, დაიწყოთ რეგულარულად სალბის ჩაის მირთმევა. ჩაიტარეთ წელიწადში სამი 3 კვირიანი კურსი, რათა სიბერემ კარს რაც შეიძლება გვიან მოგიკაკუნოთ.

როგორ მივიღოთ სალბი (შალფეი), რათა შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა, სილამაზე და სიმხნევე?

მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას:

  1. 250 მლ მდუღარე წყალი დაასხით 1 ჩაის კოვზ სალბის გამომშრალ და დაფქულ ბალახს.
  2. როდესაც სასმელი ოდნავ გაგრილდება, გადაწურეთ ის და დაიწყეთ მიღება პატარ-პატარა ყლუპებით.
  3. სასმელი უნდა დალიოთ საუზმობამდე რამდენიმე 30 წუთით ადრე.
  4. გემოს გაუმჯობესების მიზნით, ოდნავ გაგრილებულ ჩაიში შეგიძლიათ მცირეოდენი თაფლისა და ლიმონის წვენის დამატება.

მიიღეთ სალბის ჩაი ყოველ დილას 3 კვირის განმავლობაში, შემდეგ კი გააკეთეთ მინიმუმ რამდენიმე თვიანი შესვენება. ერთ წელიწადში უნდა ჩაიტაროთ 3 სრული კურსი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here