გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედების შედეგად ჩვენი თმა სუსტდება, ხდება მტვრევადი, თხელდება მისი საფარი და ა.შ. აბსოლუტურად ყველა ადამიანისათვის თმის ცვენის პრობლემა საოცრად დიდ დისკომფორტთანაა დაკავშირებული. ეს უსიამოვნო მოვლენა მოქმედებს ძალიან უარყოფითად ჩვენს თვითშეფასებაზე.
როგორ მოვიქცეთ პრობლემის გადასაჭრელად? მართალია, თანამედროვე ბაზარი გვთავაზობს თმის ცვენის საწინააღმდეგო არაერთ სპეციალურ საშუალებას, თუმცა მათი უმრავლესობა, ფასიდან გამომდინარე, ბევრი ჩვენგანისთვის ხელმიუწვდომელი, თანაც სრულიად უსრაგებლოა.
გირჩევთ, სააფთიაქო პროდუქტების ნაცვლად, ერთ ძალიან ეფექტურ საშუანო საშუალებას მიმართოთ, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ.
ჟელატინი – ცილების მაღალი შემცველობით გამორჩეულ ამ პროდუქტს აქვს ძალიან დადებითი გავლენა ჩვენი თმის ჯანმრთელობაზე და მის სტრუქტურაზე.
თმის საშინაო ნიღბები, რომელთა მთავარ ინგრედიენტს სწორედ ჟელატინი წარმოადგენს, ნამდვილად საუკეთესოა თმის ცვენის პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად. საოცარ ცვლილებებს თქვენ მოცემული საშუალების რეგულარული გამოყენებიდან ხანმოკლე დროში იხილავთ.
როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა და გავისქელოთ მისი საფარი სახლის პირობებში
თქვენ დაგჭირდებათ:
- 1 სუფრის კოვზი ჟელატინი
- 3 სუფრის კოვზი ცხელი წყალი
- 1 ჩაის კოვზი ნებისმიერი შამპუნი
ინსტრუქცია:
- დაუმატეთ ჟელატინს ცხელი წყალი და კარგად ურიეთ მკვრივი მასების გაქრობამდე.
- დააყოვნეთ ნარევი რამდენიმე წუთით, რათა ჟელატინი სათანადოდ გაფუვდეს და შემდეგ დაუმატეთ მას შამპუნი.
- მიღებული ნარევი კარგად შეიზილეთ თმის ძირებში, გაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე და შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი.
- 20-30 წუთის შემდეგ დაიბანეთ თავი ჩვეულებისამებრ.
თუ ამ პროცედურას კვირაში 2-ჯერ ჩაიტარებთ, სასიამოვნო ცვლილებები არ დააყოვნებს. მოცემული ნიღაბი მართლაც რომ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა თმის საფარის გასასქელებლად და თმის ცვენის შესაჩერებად, რაც დროითა და გამოცდილებით არის დადასტურებული.
თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!