ტერფებზე კანის გაუხეშებას, ბზარების წარმოქმნას, ქავილს იწვევს არასაკმარისი დატენიანება, ცუდი სისხლის მიმოქცევა, მოუხერხებელი ფეხსაცმელი, სინთეტიკური წინდები, ვიტამინების, განსაკუთრებით A, B, E ვიტამინების, ნაკლებობა.
შემოგთავაზებთ უმარტივეს მეთოდს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ მკვდარი უჯრედების აქერცვლას, გაუხეშებული კანის დარბილებას, ბზარების შეხორცებას.
პროედურისთვის დაგჭირდებათ:
- ასპირინი 10 აბი
- ლიმონის წვენი
- დამატენიანებელი საცხი ან ლოსიონი
- ფეხების დასაბანი თასი
- პოლიეთილენის პარკი
- წინდები, პირსახოცი
ინსტრუქცია:
1. ფეხები 15 წუთით ჩაალბეთ თბილ წყალში. შეგიძლიათ მოსადუნებლად დაამატოთ თქვენთვის სასურველი ეთერზეთის რამდენიმე წვეთი.
2. ქუსლები გაიხეხეთ პემზით, გადაივლეთ თბილი წყალი და ფეხები კარგად შეიმშრალეთ.
3. მოამზადეთ ასპირინისა და ლიმონის წვენის ნარევი. ასპირინის აბები წმინდად დაფშხვენით და შეურიეთ სუფრის კოვზამდე ლიმონის წვენი. უნდა მიიღოთ პასტისებური მასა.
4. მომზადებული მასა წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ტერფებზე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გამომშრალ და გაუხეშებულ ადგილებს.
5. შემდეგ შემოიხვიეთ პარკი და ამოიცვით წინდები. გაიჩერეთ 2 საათი.
6. პროცედურის დასრულების შემდეგ ფეხები დაიბანეთ თბილი წყლით, შეიმშრალეთ და წაისვით დამატენიანებელი საცხი ან ლოსიონი.
7. პირველივე პროცედურის შემდეგ ქუსლებზე კანი დაგირბილდებათ.
8. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ. მაგრამ დამატენიანებელი საცხი გამოიყენეთ რეგულარულად. თუ სისხლის მიმოქცევის პრობლემები გაქვთ, დამატენიანებელ საცხს (1 წილი) შეურიეთ ჰეპარინის მალამო (1 წილი).
გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!