წნევის მკვეთრი ცვლილებები – პრობლემა, რომელიც დღესდღეობით ძალიან აქტუალურია შუახნის ასაკს გადაცილებულ პაციენტებში. თუ მავნე ჩვევები, არასწორი კვება და ჭარბი სტრესი თქვენთვის უცხო არ არის, ჰიპერტონიის განვითარების საკმაოდ მაღალი რისკის ქვეშ დგახართ.
ამ რისკის მინიმუმამდე შემცირებას და წნევის მკვეთრი ცვლილებების დამარცხებას მარტივად შეძლებთ ერთი საშინაო საშუალების დახმარებით, რომელსაც პირადად რეგულარულად ვიყენებ. გირჩევთ, მაქსიმალურად მოერიდოთ სხვადასხვა სააფთიაქო პრეპარატებსა და აბებს, რომელთათვის წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებებია დამახასიათებელი.
როგორ დავირეგულიროთ წნევა სახლის პირობებში
ინგრედიენტები:
- მიხაკი – 40 ჩხირი
- წყალი – 4 ჩაის ჭიქა
ინსტრუქცია:
მიხაკის ჩხირები მოათავსეთ ემალის ქვაბში, დაასხით წყალი და მიიყვანეთ დუღილამდე. როდესაც წყალი წამოდუღდება, დაუწიეთ ცეცხლს მინიმუმამდე და განაგრძეთ ნარევის ხარშვა იქამდე, სანამ ქვაბში სითხე არ განახევრდება. მზა საშუალება გადაწურეთ მინის სუფთა ქილაში, დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.
მიირთვით მიხაკის ნახარში 1 ჩაის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – ნახარშის ამოწურვამდე. ერთი კურსის ჩატარების შემდეგ აუცილებელია მინიმუმ 1 თვიანი შესვენების გაკეთება.
მაქსიმალური შედეგის მისაღწევად მკურნალობის ნებისმიერ კურსს აუცილებლად უნდა დაურთოთ სწორი კვება. გარდა ამისა, აუცილებლად გამონახეთ დრო სუფთა ჰაერზე სასეირნოდ და დაკვადით ისეთი საქმიანობებით, რომლებიც თქვენს განწყობაზე დადებითად აისახება.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. აუცილებლად მოგვიყევით თქვენი გამოცდილების შესახებ და გაგვიზიარეთ საკუთარი ცოდნა კომენტარების ველის მეშვეობით. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!