7 ნატურალური საშუალება, რომელიც მოგაშორებთ აკნეს, ნაწიბურებს, ნაიარებს, პიგმენტურ ლაქებსა და ჭორფლს

19868

ჩვენი, ქალბატონების სურვილია, გამოვიყურებოდეთ ყოველეთვის ლამაზად, მხნედ და ახალგაზრდად. მართალია, რეგულარულად სალონში სიარული და შესაბამისი პროცედურების ჩატარება ჩვენთვის ქალბატონისთვის გარკვეულწილად სიამოვნებასთან ასოცირდება, თუმცა ამის დრო და საშუალება ყველას ნამდვილად არ გვაქვს.

სწორედ ამ მიზეზის გამო, დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ რამდენიმე ძალიან ეფექტურ საშინაო საშუალებას. ჩაინიშნეთ ეს რეცეპტები და გამოიყენეთ ისინი საჭიროების შემთხვევაში. პირობას გაძლევთ, შედეგით აუცილებლად კმაყოფილი და ნასიამოვნები დარჩებით.

მინდა აქვე გითხრათ, რომ ეს ნატურალური საშუალებები ეფექტურობით ყველაზე ძვირადღირებულ კოსმეტიკურ პროცედურებსა და პროდუქტებსაც კი არ ჩამოუვარდება.

1. შავი ტომრები თვალების გარშემო: კურკუმას + ანანასის წვენი

როგორ ვებრძოლოთ პრობლემას:

  • 2 ჩ.კ. კურკუმის ფხვნილს დაუმატეთ 2 ჩ.კ. ანანასის ახლადგამოწურული წვენი და კარგად მოურიეთ.
  • მიღებული მასა წაისვით თვალების გარშემო, გაიჩერეთ 10 წუთით და შემდეგ მოიშორეთ ქაღალდის ხელსახოცით.
  • ჩაიტარეთ პროცედურა ყოველდღიურად შავი ტომრების სრულ გაქრობამდე.

2. გაუხეშებული კანი: ავოკადოს პიურე + წყალი

როგორ მოვიქცეთ: 

  • ნახევარი ავოკადოს რბილობი კარგად დასრისეთ ჩანგლის გამოყენებით ან მოამზადეთ ფაფა ბლენდერით.
  • მიღებულ პიურეს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი წყალი და კარგად მოურიეთ.
  • მიღებული მასა წისვით სახის კანზე, გაიჩერეთ 15-20 წუთით და ბოლოს ჩამოიბანეთ.
  • თუ ზედმეტად მშრალი ან მგრძნობიარე კანი გაქვთ, დაუმატეთ ამ საშუალებას 1 ჩაის კოვზი თაფლი.

ავოკადო სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი პროდუქტია, რომელიც სტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას.

3. ჭორფლი: კარტოფილი + ლიმონის წვენი

ინსტრუქცია:

  • აიღეთ 4 ჩაის კოვზი კარტოფილისა და 2 სუფრის კოვზი ლიმონის ახლადგამოწურული წვენი.
  • შეურიეთ ისინი ერთმანეთში და შემდეგ თანაბრად გაინაწილეთ მთელ სახეზე.
  • როესაც პირველი ფენა შეგაშრებათ, წაისვით ეს საშუალება მეორეჯერ. ჯამში უნდა გაიკეთოთ 3 ან 4 ფენა.
  • თუ თქვენი კანი ზედმეტად მშრალი ან მგრძნობიარეა, ამ ნარევს 1 სუფრის კოვზი თაფლიც დაუმატეთ.
  • თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, კარტოფილისა და ლიმონის წვენის ნაზავში 2 სუფრის კოვზი ბრინჯის ფქვილი შეურიეთ.

პროცედურა უნდა ჩიატაროთ დაძინების წინ და ეს საშუალება დაიტოვოთ სამოქმედოდ მთელი ღამით. გამოიყენეთ ეს ნატურალური ნაზავი დღეგამოშვებით, რათა ხანმოკლე დროში გათავისუფლდეთ ჭორფლისგან.

4. გამონაყარი: ვაშლის ძმარი

როგორ ვებრძოლოთ პრობლემას:

  • 1 სუფრის კოვზ ვაშლის ძმარს დაუმატეთ 2 ან 3 სუფრის კოვზი წყალი და კარგად მოურიეთ.
  • წაისვით ეს საშუალება სახის კანზე ნელი წრიული მოძრაობებით.
  • იკეთეთ მსუბუქი მასაჟი თითის ბალიშებით იქამდე, სანამ ეს ნარევი სახეზე ბოლომდე არ შეგაშრებათ.
  • ჩაიტარეთ პროცედურა ყოველ დილას და საღამოს, რათა ძალიან მალე გათავისუფლდეთ გამონაყარისგან.

ვაშლის ძმარი ძმარმჟავითა და სასარგებლო მიკროელემენტებით მდიდარი პროდუქტია, რომელიც გამოირჩევა ანტიბაქტერიული თვისებებით. ის სწრაფად ჩაახშობს ანთებას და მინიამლურ ვადაში გაგათავისუფლებთ აკნესგან.

5. ლაქები: მწვანე ჩაი 

როგორ მოვიქცეთ: 

  • კარგად დაფქვით მწვანე ჩაის ფოთლები ყავის საფქვავის ანბლენდერის გამოყენებით.
  • 3-4 ჩაის კოვზ მიღებულ ფხვნილ დაუმატეთ იმ რაოდენობით წყალი, რომ მიიღოთ ბლანტიმასა.
  • წაისვით ის წინასწარ კარგად გაწმენდილ სახეზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ 15-30 წუთით.
  • ჩამოიბანეთ თბილი წყალით.
  • ჩაიტარეთ პროცედურა კვირაში 3-ჯერ, რათა გაითეთროთ კანი, გაითანაბროთ მისი ტონი და მოიშოროთ პიგმენტური ლაქები.

6. ნაოჭები: ზეითუნის ზეთი

ინსტრუქცია:

  • აიღეთ ზეითუნის ზეთი დაახლოებით 1 სუფრის კოვზის ოდენობით.
  • დაუმატეთ მას რამდენიმე წვეთი ნატურალური თაფლი და გლიცერინი.
  • მიღებული ნაზავით იკეთეთ სახის კანის მსუბუქი მასაჟი ყოველ დილას და საღამოს, რათა მინიმალურ ვადაში ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი გახადოთ.

ზეითუნის ზეთი A და E ვიტამინებით მდიდარი პროდუქტია, რომელიც აღადგენს კანის დაზინაებულ უჯრედებს.

7. ზედმეტად ცხიმიანი კანი და დაბინძურებული ფორები: ზღვის მარილი + თაფლი

როგორ გადავჭრათ პრობლემა:

  • 2 ჩაის კოვზ ზღვის მარილს დაუმატეთ 4 სუფრის კოვზი თაფლი და კარგად მოურიეთ.
  • მიღებული მასა კარგად წაისვით სახის კანზე და იკეთეთ მსუბუქი მასაჟი თითის ბალიშებით.
  • 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყალი.

ეს საშუალება შეგიწყობთ ხელს კანის მკვდარი უჯრედების აქერცვლასა და მოშორებაში, ფორების ბოლომდე გაწმენდაში და შავი წერტილების მოშორებაში.

როგორც უკვე გითხარით, ყველა ეს საშუალება ძალიან ეფექტურია. დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენც გამოგადგებათ. შეიარაღდით ამ რეცეპტებით და შეუდექით საკუთარ თავზე ზრუნვას დღეიდანვე.

თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!