შემოგთავაზებთ რუსი ექიმის ფედორ უგლოვის სწორი კვების რეჟიმს, რომლის საშუალებითაც მოიშორებთ ზედმეტ კილოგრამებს და შეინარჩუნებთ ჯანმრთელობას.
ცნობილმა ექიმმა 103 წელი იცოცხლა და გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველზე აქტიური მოქმედი ქირურგი მთელ მსოფლიოში. 102 წლის ის კვლავ ოპერაციებს აკეთებდა.
თავისი ცხოვრების წესით მან შეეძლო, სიცოცხლის ბოლომდე შეენარჩუნებინა ჯანმრთელობა და წონა. 102 წლის ექიმი არ იყენებდა სათვალეს.
ცნობილი ექიმი ამტკიცედბდა, რომ მრავალი დაავადების მიზეზი ჭარბი ცხიმები და დაუბალანსებელი კვებაა.
ჰქონდა აკრძალვები და ისეთი სასარგებლო ჩვევებიც, რომლებიც აუცილებელი პირობაა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. მაგალითად:
- ის აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად.
- მკაცრად იცავდა შრომისა და დასვენების რეჟიმს.
- უპირატესობას ანიჭებდა დღე-ღამეში 7-8 საათი სრულყოფილ ძილს.
- ორგანიზმის გაკაჟების მიზნით შხაპის შემდეგ ყოველ დღე ივლებდა ცივ წყალს.
- უარს ამბობდა ალკოჰოლზე, თამბაქოზე, ცხიმიან და გადამუშავებულ საკვებ პროდუქტებზე.
- უგლოვის რჩევით, დღის განმავლობაში უნდა ჭამოთ 4-ჯერ, მაგრამ ზომიერად და მცირე ულუფებით.
- რეკომენდებულია ყოველდღიური კვების რაციონში შედიოდეს კვერცხი, მჭლე ხორცი, თევზი, ბოსტნეული, ხილი, ხაჭო და რძის სხვა პროდუქტები.
- მთელი დღის განმავლობაში სვამდა ბევრ წყალს და ერიდებოდა პურს.
შემოგთავაზებთ ექიმ უგლოვის დიეტას, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ზედმეტი კილოგრამების დაკლებას.
- დილის 9:00 დალიეთ შავი ჩაი ან ყავა 1 ჩ. კ. შაქრით, რა თქმა უნდა, თუ იყენებთ შაქარს
- 11:00_1 ცალი მოხარშული კვერცხი და 8 ცალი შავი ქლიავი ან შავი ქლიავის ჩირი (მხოლოდ წინასწარ ჩაალბეთ წყალში)
- 14:00_200 გრ ქათმის მოხარშული ფილე ან საქონლის მჭლე ხორცი ან თევზი, 100 გრ კომბოსტო, 1 ცალი უმი ან მოხარშული სტაფილო და 1 ფორთოხალი ან ვაშლი
- 17:30_30 გრ უცხიმო ყველი, ფორთოხალი ან ვაშლი
- 20:00_250 მლ კეფირი ან ხაჭო, ან იოგურტი (დანამატების გარეშე)
სასურველია, დიეტა დაიცვათ 10 დღე. შემდეგ დაისვენეთ და საჭიროების მიხედვით კვლავ გაიმეორეთ.
შემოგთავაზებთ კიდევ რამდენიმე სასარგებლო რჩევას:
- დაასრულეთ კვება დანაყრებამდე
- არ წამოწვეთ ან დაიძინოთ ჭამის შემდეგ
- საღამოს 8 საათის შემდეგ მოერიდეთ ჭამას
- უარი თქვით ცხიმიან და დამუშავებული ხორცის პროდუქტებზე
- იარეთ ფეხით, ისეირნეთ, დაკავდით სპორტით
- მოერიდეთ ხელოვნური დამატკბობლებით დატვირთული პროდუქტების მიღებას, ჩაანაცვლეთ ისინი ბუნებრივი პროდუქტებით
შეგიძლიათ დიეტის დაწყებამდე რჩევა ჰკითხოთ თქვენს ექიმს. გისურვებთ ჯანმრთელობას!