26 ხრიკი, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე წარმატებული შეფ-მზარეულები იყენებენ

64607

თავდაუჯერებლობა საკმაოდ დიდ პრობლემებს გვიქმნის არა მხოლოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში, არამედ სამზარეულოშიც კი. თქვენი კერძები ყოველთვის მადისაღმძვრელი და შეუდარებლად გემრიელი რომ გამოვიდეს, მზადების პროცესს მაქსიმალურად პოზიტიური განწყობით უნდა მიუდგეთ.

რითიც არ უნდა იყოთ დაკავებული, მიუდექით საქმეს პოზიტივითა და სიყვარულით, რათა შედეგი ყოველთვის წარმატებული აღმოჩნდეს. სამზარეულოში ყოფნისას და სხვადასხვა კერძების მომზადებისას საკუთარ ძალებში კიდევ უფრო მეტად დარწმუნებული რომ იყოთ, აუცილებლად ჩაინიშნეთ და ისარგებლეთ ამ ხრიკებითა და რჩევებით, რომელთაც დღევანდელ სტატიაში გიზიარებთ. ეს სწორედ ის ხრიკებია, რომელთაც მსოფლიოს ყველაზე წარმატებული შეფ-მზარეულები იყენებენ.

სასარგებლო რჩევები კულინარებისთვის

1. თუ გსურთ, კერძს ნივრის მსუბუქი არომატი მიანიჭოთ, შუაზე გაჭრილი ბოსნტეულით დაამუშვეთ თეფშის ზედაპირი, რომელზეც კერძის გაფორმებას აპირებთ.

2. გამოცდილმა დაისახლისებმა და მზარეულებმა კარგად იციან, თუ როგორ გამოიყენონ ლუდი სამზარეულოში: ამ სასმელისა და სოიოს სოუსის კომბინაცია არაჩეულებრივია ხორცის დასამარინადებლად. თუ ბოსტნეულს ხარშვისას მცირეოდენ ლუდს დაუმატებთ (აუცილებლად მუქი ფერისას), კერძს გაცილებით მკვეთრი და გაჯერებული გემო ექნება.

3. თუ სუპს ზედმეტი მარილი მიეცით, სანერვიულო არაფერია! მარლაზე დაყარეთ ნებისმიერი მარცვლეული, ბურღულეული (მაგ: ბრინჯი, წიწიბურა), შეუკარით თავი ტომრის მსგავსად და ჩადეთ წვნიანში. ეს მარცვლები ბოლომდე გამოწოვს ზედმეტ მარილს თქვენი კერძიდან.

4. მომზადებული ღვიძლი ზედმეტად უხეში და რეზინისებრი რომ არ გამოგივიდეთ, მარილი მას ბოლოს, მზადების პროცესის დასასრულში მოაყარეთ.

5. თუ ღუმელში გამოსაცხობად შედგმული პეროგის ზედაპირი იწვის, დააფინეთ ზემოდან მსუბუქად დატენიანებული ქაღალდის ხელსახოცები.

6. მომზადებული ბრინჯი თოვლივით თეთრი და ქათქათა რომ იყოს, მზადების პროცესში დაუმატეთ მცირეოდენი ძმარი.

7. მოხარშული კვერცხის დაჭრის დროს მისი გული იშლება და ფორმარს კარგავს? დანა, რომელსაც მის დასაჭრელად გამოიყენებთ, რამდენიმე წუთით ცივ წყალში მოათავსეთ.

8. ბულიონი გამჭვირვალე რომ გამოვიდეს, ჩააგდეთ მასში ყინულის კუბიკი და მიიყვანეთ დუღილამდე.

9. თუ გსურთ, ხარშვის დროს ლობიო არ გამუქდეს, მზადების პროცესში ქვაბს თავსახური არ დაახუროთ.

10. ფარში გაცილებით გემრიელი რომ გამოვიდეს, დაუმატეთ მას ძალიან წვრილად გახეხილი მცირეოდენი ხახვი ან კარტოფილი.

11. საქონლის ხორცი გაცილებით რბილი, ნაზი და მარტივად ღეჭვადი იქნება, თუ მომზადებამდე 30 წუთით ადრე მას მაიონეზში დაამანირადებთ.

12. ბადრიჯანი მწარე რომ არ გამოგივიდეთ, მომზადებამდე მოაყარეთ მას მარილი, დააყოვნეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ გარეცხეთ ცივი წყლით.

13. ნუშის გასუფთავების პროცესს საგრძნობლად გაიმარტივებთ, თუ მას 3 წუთით ჯერ ცხელ და შემდეგ ცივ წყალში მოათავსეთ.

14. არაჟნისგან იდეალური კონსისტენციის კრემი რომ მიიღოთ, დაუმატეთ ნედლი ცილა თქვეფის პროცესში.

15. ნალექიან ყავას მზადების პროცესში დაუმატეთ მცირეოდენი მარილი (დანის წვერით), რათა მისი გემო და არომატი კიდევ უფრო მკვეთრი გახდეს.

16. შეაზილეთ ხორცს თაფლი, კონიაკი, წყალი ან ბროწეულის წვენი, რათა მისი ქერქი იდეალური ფერისა და სიხრაშუნის გამოვიდეს.

17. ხორცის ბულიონში ჩაამატეთ კარგად გარეცხილი ბანანის ქერქი, რათა ხორცის ძალიან რბილი და ნაზი გამოვიდეს.

18. თუ ვაშლის პეროგს ამზადებთ, მისი ნაჭრები აუცილებლად ამოავლეთ მცირეოდენ ფქვილში. ასე მზადების პროცესში თავიდან აირიდებთ ნაჭრების ცომში ღრმად ჩაფლობას.

19. ნებისმიერი კერძის გემო კიდევ უფრო გაჯერებული იქნება, თუ ამ მარტივ ხრიკს მიმართავთ. სანამ ცხელ კერძს სუფრაზე მიიტანთ, მისი თეფში აუცილებლად შეათბეთ. ცივი კერძების შემთხვევაში, სხვადასხვა გემოები უკეთესად გამოიკვეთება, თუ მათთვის განკუთვლინი თეფშს საყინულეში რამდენიმე წუთით მოათავსებთ.

20. ყოველთვის მიეცით ხორცის კერძს დრო გასაგრილებლად, რათა მისი გემოვნური თვისებები ბოლომდე გამოიკვეთოს.

21. ოლივიე (ვინეგრეტი) გაცილებით გემრიელი რომ გამოგივიდეთ, დაუმატეთ მას 1 სუფრის კოვზი მდუღარე რძე და მწიკვი შაქარი.

22. მარილის საჭირო ულუფა სწორად რომ განსაზღვროთ, კერძი მზადების პროცესში პერიოდულად აუცილებლად უნდა გასინჯოთ.

23. სუპი გაცილებით მადისაღმძვრელი, არომატული და გემრიელი რომ გამოგივიდეთ, სანამ ცეცხლიდან გადმოდგამთ 5 წუთით ადრე სტაფილოს მცირეოდენი წვენი დაუმატეთ.

24. კარგი მზარეულის დანა ყოველთვის ძალიან ბასრი უნდა იყოს! ასე არა მხოლოდ საგრძნობლად იმარტივებთ სხვადასხვა კერძების მზადების პროცესს, არამედ მინიმუმამდე ამცირებთ ტრავმის მიღების რისკს. დაბლაგვებული დანით ხორცის დაჭრისას თითების დაზიანების ალბათობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ბასრი ინსტრუმენტის გამოყენების შემთხვევაში.

25. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, თუ საყვარელ სალათებში მწიკვ ვანილს დაამატებთ, მათი გემო და არომატი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.

26. ძმრისა და მარილის ნაცვლად, ხშირად გამოიყენეთ ლიმონის წვენი. ციტრუსის არომატი თქვენს კერძს ნამდვილად არ აწყენს, ასეთი საკვები კი გაცილებით სასარგებლო გახდება.

ეს ის რჩევები და ხრიკებია, რომელთაც წარმატებული შეფ-მზარეულები იყენებენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!