ორკომპონენტიანი დესერტი, რომელმაც მთელი ინტერნეტი დაიპყრო. ის ისეთი ნაზი გამოდის, პირში დნება

10589

ამ უჩვეულო დესერტმა, რომელიც მხოლოდ ორი ინგრედიენტით მზადდება მთელი ინტერნეტსივრცე დაიპყრო. მის მოსამზადებლად ჟელეს თქვეფთ დიდხანს, უნდა მიიღოთ მსუბუქი, ჰაეროვანი და ნაზი მასა.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ჟელე 80 გრ
  • ადუღებული წყალი 200 მლ
  • ორცხობილა 150-200 გრ

მომზადების წესი:

1. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ საკვების პარკი და ორცხობილები  დააწყვეთ ფორმის ძირზე.

2. თქვენთვის სასურველი არომატის ჟელე მოათავსეთ მიქსერის ღმა თასში, დაასხით 200 მლ ადუღებული წყალი, მოურიეთ და გააჩერეთ 5 წუთი. შემდეგ ათქვიფეთ მიქსერით. თანდათან უმატებთ სიჩქარეს. მასა უნდა გახდეს კრემისებური. თქვეფთ, დაახლოებით 15 წუთი.

3. მომზადებული სუფლე თანაბრად გაანაწილეთ ორცხობილებზე და ზემოდან დააწყვეთ ორცხობილების კიდევ ერთი ფენა.

4. საცხობ ფორმას გადააკარით საკვების პარკი და 1 საათით შედეთ მაცივარში.

5. დესერტს ძალიან მარტივად ამოიღებთ ფორმიდან. სუფლე გამოდის მყარი, სტაბილური. იჭრება მარტივად.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!