10 მნიშვნელოვანი რამ, რაც საკუთარ შვილს იქმადე უნდა ასწავლოთ, სანამ 10 წელი შეუსრულდება

5627

როდესაც მშობელი ხდებით, საკუთარ თავზე შვილის სწორად აღზრდის უდიდეს პასუხისმგებლობას იღებთ! ყველას სურს, მათი შვილი კეთილი, პატიოსანი და მამაცი იყოს, თუმცა ეს თვისებები თავისით არ ჩნდება. შვილის სწორად აღზრდა და ყოველდღიურად მათთვის მაგალითის მიცემა აუცილებელია, რათა თქვენმა პატარამ ღირსების ფასი დაინახოს და ისწავლოს კარგის ცუდისგან განსხვავება.

10 რამ, რაც საკუთარ შვილს იქმადე უნდა ასწავლოთ, სანამ 10 წელი შეუსრულდება

1. პატივი უნდა სცე როგორც გოგოებს, ასევე ბიჭებს. ყველა თანაბარია! 

თქვენს შვილს აუცილებლად უნდა ასწავლოთ და აუხსნათ, რომ ყველა ადამიანს, მიუხედავად სქესისა და ასაკისა, პატივი უნდა სცეს და არ მოექცეს მათ უხეშად.

2. ნუ შეგეშინდება შეცდომების დაშვების! 

ისწავლო სხვის შეცდომებზე, ეს ნამდვილი ნიჭია. ძალზედ მნიშვნელოვანია, აუხსნათ საკუთარ შვილს, რომ შეცდომებს ცხოვრებაში ყველა ადამიანი უშვებს და ამაში საგანგაშო არაფერია. შვილის მიმართ უხეშად მოქცევის ნაცვლად, დაარიგეთ მას ჭკუა ისე, როგორც თანატოლს.

3. ცოდნა ქულებზე გაცილებით მნიშვნელოვანია!

ხანდახან მშობლები ძალიან ვბრაზდებით, როდესაც ჩვენი შვილები მაქსიმალურ ქულას ვერ იღებენ. გაითვალისწინეთ, ნიშანი ყოველთვის არ განსაზღვრავს ცოდნას. ნუ მოექცევით მკაცრად შვილს, თუ მან თქვენი მოლოდინი ვერ გაამართლა, უბრალოდ აუხსენით მას განათლებისა და ცოდნის მნიშვნელობა.

4. მშობელი შენი მტერი არ არის, მას დახმარებისთვის ყოველთვის შეგიძლია მიმართო! 

იყო საკუთარი შვილი მეგობარი – ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის! ნუ მოიქცევით ისე, რომ შვილს თქვენთან მოსვლისა და საკუთარ პრობლემებზე ლაპარაკის შეეშინდეს. ყოველთვის გულისყურით მოეკიდეთ თქვენი შვილის პრობლემას და ბოლომდე მშვიდად მოუსმინეთ მას.

5. ყოველთვის იყავი მზად თავის დასაცავად!

მშობლების უმრავლესობა მასწავლებლებსა და სხვა ადამიანებს უფრო მეტად აფასებს, ვიდრე საკუთარ შვილებს, რაც ძალიან დიდი შეცდომაა! აუცილებლად აუხსენით და ასწავლეთ საკუთარ შვილს, რომ მას ღირსება გააჩნია და სხვა ადამიანები პატივისცემით უნდა ეპყრობოდნენ.

6. არ გააკეთო რაღაც მხოლოდ სხვის გამო! 

ბავშვები მიიჩნევენ, რომ პოპულარობა თანატოლებსა და მეგობრებს შორის ძალზედ მნიშვნელოვანი რამ არის. თქვენს შვილს აუცილებლად უნდა აუხსნათ, რომ არასდროს არ უნდა გააკეთოს რაღაც მხოლოდ იმიტომ, რომ სხვის თვალში ამაღლდეს. ასწავლეთ მას ცუდის კარგისგან განსხვავება.

7. თუ ვერ გებულობ, თამამად დასვი შეკითხვა! 

აუხსენით თქვენს შვილს, რომ კითხვის დასმა, როდესაც რაღაც არ გესმის და ვერ გებულობ, სავსებით ნორმალურია.

8. უთხარი მასწავლებელს, თუ თავს კარგად ვერ გრძნობ! 

როდესაც ბავშვი თავს ცუდად გრძნობს, ამის შესახებ ლაპარაკი აუცილებლად უნდა შეეძლოს და იმის გამო, რომ სხვის თვალში სუსტი არ გამოჩნდეს, დათმობებზე არ უნდა წავიდეს. აუცილებლად კარგად აუხსენით ეს თქვენს შვილს!

9. ეცი პატივი გარემოს! 

ადამიანმა პატარაობიდანვე უნდა გაათვითცნობიეროს, რომ ბუნებას უდიერად არ მოეპყროს. ასწავლეთ თქვენს შვილს გარემოსადმი სიყვარული და პატივისცემა.

10. ისწავლე არას თქმა! 

ასწავლეთ შვილს “არას” თქმა უფროსებისთვის! თქვენ ვალდებული ხართ, გაზარდოთ ძლიერი ადამიანი, რომელიც სხვისი გავლენის ქვეშ არასდროს მოექცევა.

აუცილებლად იხელმძღვანელეთ ამ რჩევებით და მოექეცით საკუთარ შვილს ისე, როგორც საკუთარ თანატოლს! არ დაგავიწყდეთ ამ ღირებული ინფორმაციის გაზიარება მეგობრებისთვისაც.