მოამზადეთ ეს კრემი საკუთარი ხელით. ის ნაოჭების ძლიერი მტერია

0
4966

მიუხედავად იმისა, რომ ვხარჯავთ საკმაოდ სოლიდურ თანხას სხვადასხვა პროცედურებსა და პროდუქტებში, ჩვენი კანის მდგომარებოით ბოლომდე კმაყოფილი არ ვართ… თქვენთვისაც კარგად არის ნაცნობი ეს მომენტი, არა? სამწუხაროდ, თანამედროვე კოსმეტიკური პროდუქციის უდიდესი ნაწილი მხოლოდ მარკეტინგულად კარგად შეფუთული, აბსოლუტურად უსარგებლო პროდუქტია, ჩვენ კი კოსმეტიკური ინდუსტრიის ხაფანგში ხშირად ვებმევით.

რატომ უნდა ვფლანგოთ ფული ფუჭად, თუ არსებობს გაცილებით იაფი, ამავდროულად, ძალიან ეფექტური და სრულიად უსაფრთხო ალტრენატივა? დღევანდელ სტატიაში გასწავლით სახლის პირობებში ნიღბის დამზადებას, რომელიც თავისი ეფექტით ძვირადღირებულ კოსმეტიკურ პროცედურებსაც კი აღემატება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ…

როგორ გავიახალგაზრდავოთ თავი სახლის პირობებში

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 2 ჩაის კოვზი ვაზელინი
  • 1 სუფრის კოვზი ნუშის ან ზეითუნის ზეთი
  • 1 კვერცხის გული
  • 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი

მომზადების წესი:

  1. წყლის აბაზანაზე შეათბეთ ვაზელინი.
  2. გამდნარი მასა გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ ყველა დარჩენილი ინგრედიენტი.
  3. ურიეთ იქამდე, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.

გამოყენება: 

ნელი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ეს საშუალება სახის კანში და დაიტოვეთ სამოქმედოდ 30 წუთით. მოიშორეთ ის მინერალურ წყალში დასველებული ბამბის დისკით ან ტენიანი პირსახოცით.

კვირაში რამდენიმე პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება, რათა თქვენი სახის კანი ვიზუალურად რამდენიმე წლით გააახალგაზრდავდეს: პატარა ნაოჭები გაგლუვდება, ლაქები საგრძნობლად შემცირდება, კანი გამოიკვებება, გაიწმინდება და ა.შ.

აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი და გამოცადეთ ის საკუთარ თავზე. პირობას გაძლევთ, იმედები არ გაგიცრუვდებათ.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც, ისინი მადლიერები დარჩებიან. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here