ერთი ზეთი მოუსვენარი ფეხების სინდრომის, ართრიტის, ხველისა და თმის ცვენის წინააღმდეგ

12957

კედრის ზეთი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება სხვადასხვა სერიოზული დაავადებებისა და ჯანმრთელობის არაერთი პრობლემის სამკურნალოდ და მათი პროფილაქტიკისთვის. ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები იყენებდნენ მას პარფიუმერიის დასამზადებლად და მუმიფიკაციის პროცედურებში. კედრის ზეთი ითვლება მსოფლიოში პირველ დისტილირებულ ზეთად.

ძლიერი და მდგრადი არომატით გამორჩეული ეს ზეთი ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. განსაკუთრებით დიდი ყურადღება ეთმობა მის ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკურ და ანტიბაქტერიულ თვისებებს.

როგორ გამოვიყენოთ კედრის ზეთი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის

1. კურნავს სურდოს

გაციების დროს სუნთქვის გართულება და გაძნელება იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს. ამ პრობლემის გადაჭრაში კედრის ზეთი აუცილებლად დაგეხმარებათ. საკმარისია, უბრალოდ ისუნთქოთ მისი არომატი, რათა საფუძვლიანად გაიწმინდოთ ფილტვები, მოიშოროთ ზედმეტი ლორწო და სისველე.

რესპირატორული დაავადებების დროს გამოიყენეთ ის შემდეგი ინსტრუქციის მიხედვით: შეურიეთ ერთმანეთში 3 წვეთი კედრის ზეთი, 3 წვეთი ევკალიპტის ზეთი და ერთი ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი. მიღებული ნარევი კარგად შეიზილეთ ზურგისა და მკერდის არეში, რათა მალევე გათავისუფლდეთ უსიამოვნო სიმპტომებისგან.

2. ამარცხებს ხველას

კედრის ეთერზეთი სპაზმოლიტური თვისებებით გამორჩეული პროდუქტია, რომელიც სწრაფად ხსნის ხველას და საგრძნობლად გვიმსუბუქებს მდგომარეობას. უბრალოდ დაასველეთ ცხვირსახოცი მცირეოდენი კედრის ზეთით და ისუნთქეთ მისი საოცარი არომატი რამდენიმე წუთის განმავლობაში.

3. აჩერებს თმის ცვენას

მიუხედავად თმის ცვენის გამომწვევი მიზეზისა, ეს უსიამოვნო მოვლენა ავტომატურად მეტყველებს თავის კანთან დაკავშირებულ პრობლემებზე. კედრის ზეთი უნიკალური პროდუქტია, რომელიც დაგეხმარებათ თმის ცვენის დამარცხებაში. უბრალოდ დაამატეთ რამდენიმე წვეთი ეს ზეთი იმ რაოდენობით შამპუნში ან თმის კონდენციონერში, რომელიც თავის ერთჯერადად დასაბანად გეყოფათ, რათა გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა, გაიმაგროთ თმის ძირები და წარსულში მოიტოვოთ თმის ცვენა.

4. შეამცირებს სახსრების ტკივილს

დაუმატეთ 10 წვეთი კედრის ზეთი ერთ სუფრის კოვზ ნებისმიერ მცენარეულ ზეთს და კარგად შეიზილეთ ნარევი მტკივან სახსრებში, რათა გათავისუფლდეთ ტკივილისა და დისკომფორტის უსიამოვნო შეგრძნებისგან.

5. აუმჯობესებს კანის ტონუსს და ებრძვის პიგმენტაციას

თუ კანის ტონის გათანაბრება და მისთვის სიმკვრივის დაბრუნება გსურთ, აუცილებლად ცადეთ კედრის ზეთი. უბრალოდ დაუმატეთ ეს პროდუქტი კანის მოსავლელ ნებისმიერ საშუალებას 1 ან 2 წვეთის ოდენობით, რათა რამდენჯერმე გაზარდოთ მისი ეფექტურობა და შედეგიანობა.

6. ამარცხებს მოუსვენარი ფეხების სინდრომს

თუ ეს უსიამოვნო მოვლენა ხარისხიანად გამოძინებაში გიშლით ხელს, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ მასაჟი სხვადასხვა ზეთების ნარევით ძალიან დაგეხმარებათ. დაუმატეთ 2 ჩაის კოვზ მცენარეულ ზეთს 3 წვეთი კედრის ეთერზეთი და კარგად დაიმასაჟეთ ფეხები ამ ნარევით დაძინების წინ, რათა გათავისუფლდეთ მოუსვენარი ფეხების სინდრომისაგან.

7. გაგიუმჯობესებთ ძილის ხარისხს

კედრის ზეთის საოცარი არომატი სტიმულირებს თავის ტვინის მიერ სეროტონინის გამომუშავების პროცესს, რომელიც მომავალში მელატონინად გარდაიქმნება – ჰორმონი, რომელიც გვესაჭიროება ძილისთვის.

8. ამარცხებს სოკოვან ინფექციას

სოკოს პათოგენებს ძალიან უარყოფითი გავლენა აქვს ჩვენს კანზე. კედრის ზეთი ამ პრობლემის გამკლავებაში აუცილებლად დაგეხმარებათ. უბრალოდ დაიმუშავეთ კანის დაინფიცირებული მონაკვეთები მცირეოდენი ამ ზეთით, რათა სწრაფად დაამარცხოთ უსიამოვნო სიმპტომები და წარსულში მოიტოვოთ სოკოვანი ინფექცია.

თუ კედრის ზეთის ხარსიხიანობის განსაზღვრა გსურთ, ჩაატარეთ მარტივი ტესტი: დაასველეთ ქაღალდის ხელსახოცი მცირეოდენი ზეთით და დააკვირდით. თუ კედრის ეთერზეთი რამდენიმე საათში ბოლომდე არ აორთქლდება, ესეიგი მასში მცენარეული ზეთია გარეული.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!