5 საშინაო საშუალება, რომელიც კიდურების ტკივილსგან სამუდამოდ გაგათავისუფლებთ

2635

განურჩევლად ასაკისა და სქესისა, კიდურების ძლიერმა ტკივილმა და დისკომფორტის საოცრად დიდმა შეგრძნებამ შეიძლება, ნებისმიერი ადამიანი შეგვაწუხოს. თუ თქვენთვის ეს პრობლემა უცხო არ არის, შესაბამისი ზომების მიღებამდე აუცილებლად უნდა გაეცნოთ მის გამომწვევ ძირითად ფაქტორებს.

ფეხების ტკივილის გამომწვევი რამდენიმე გავრცელებული მიზეზია: კუნთების კრუნჩხვები, კუნთების ზედმეტი გადაღლილობა, სხვადასხვა ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი, სხეულის გაუწყლოება, ხანგრძლივი დროით ფეხზე დგომა, წარსულში მიღებული ტრავმები და ა.შ.

აღსანიშნავია ისიც, რომ კიდურების ხშირ ტკივილს საფუძვლად შეიძლება ედოს ისეთი საშიში დაავადება, როგორიც ღრმა ვენების თრომბოზია. დიაბეტი, ართრიტი, პოდაგრა, ვენების ვარიკოზი – კიდევ რამდენიმე არც თუ ისე იშვიათი ფაქტორი, რომელიც კიდურების ტკივილს პროვოცირებს.

თუ მდგომარეობის გამწვავების თავიდან არიდება და პრობლემის წარსულში მოტოვება გსურთ, აუცილებლად მიიღეთ საჭირო ზომები დროულად. ნუ იქნებით მხოლოდ იმის იმედად, რომ ტკივილები თავისით გაივლის, ასე თქვენი მდგომარეობა მხოლოდ გამწვავდება.

5 საუკეთესო საშიანო საშუალება ფეხების ტკივილის წინააღმდეგ

1. ცივი კომპრესები

თუ ფეხების ტკივილს საფუძვლად მძიმე ფიზიკური ვარჯიშები უდევს, ცივი კომპრესები აუცილებლად დაგეხმარებათ.

შეახვიეთ ყინულის რამდენიმე კუბიკი თხელ პირსახოცში ან პარკში და დაიდეთ ის სხეულის მტკივან ადგილზე 10-15 წუთით. გაიკეთეთ ცივი კომპრესი დღის განმავლობაში რამდენჯერმე.

2. მასაჟი

მასაჟი აჩქარებს კუნთების აღდგენის პროცესს მათი დაზიანების შემდეგ. თუ თქვენთვის კიდურების ტკივილი კარგად ნაცნობი პრობლემაა, რეგულარულად იკეთეთ ფეხების მასაჟი შემთბარი ზეითუნის, ქოქოსის ან მდოგვის ზეთით. ასე არა მხოლოდ დააჩქარებთ დაზიანებული კუნთების აღგენის პროცესს, არამედ გააუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას სხეულის ამ ზონაში, რაც პრობლემისგან სამუდამოდ გათავისუფლებაში შეგიწყობთ ხელს.

3. კურკუმა

კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საშინაო საშუალება, რომელიც კიდურების ტკივილის დამარცხებაში გვეხმარება – კურკუმა. ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამორჩეული ეს სანელებელი აიღეთ 1 ჩაის კოვზის ოდენობით და დაუმატეთ იმ რაოდენობით სეზამის ან ზეითუნის ზეთი, რომ მიიღოთ პასტისებრი მასა. მზა საშუალებით კარგად დაიმუშავეთ მტკივანი კიდურები, გაიჩერეთ 30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თუ ამ პროცედურას დღეში 2-ჯერ ჩაიტარებთ, ტკივილებისგან ძალიან მალე გათავისუფლებით.

4. ვაშლის ძმარი

ამ ნატურალური პროდუქტის სასარგებლო თვისებების შესახებ ყველას არაერთხელ გვსმენია. განსაკუთრებით ეფექტური ვაშლის ძმარი ართრიტისა და პოდაგრისგან გამოწვეული ტკივილების წინააღმდეგ ბრძოლის დროსაა. ეს პროდუქტი არაჩვეულებრივად შლის შარდმჟავას კრისტალებს და თავიდან გვარიდებს მათ სახსრებში დალექვას.

თბილი წყლით სავსე აბაზანაში ჩაამატეთ 1 ან 2 ჩაის ჭიქა ნედლი, გაუფილტრავი ვაშლის ძმარი. თუ ასეთ აბაზანას რეგულარულად მიიღებთ, კიდურების ტკივილი აუცილებლად გაქრება.

5. ეპსომის მარილი

ეპსომის მარილი, რომელსაც მეორენაირად ინგლისური მარილის სახელწოდებითაც ვიცნობთ, შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით მაგნიუმს – მნიშვნელოვანი ელექტროლიტი, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში ნერვული სიგანლების რეგულირებაში.

ნახევარი ჩაის ჭიქა ინგლისური მარილი ჩაამატეთ ფეხების ცხელ აბაზანაში და მოათავსეთ მასში კიდურები 15 წუთით. თუ ამ პროცედურას დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ ჩაიტარებთ, ძალიან მალე პრობლემა წარსულში დარჩება.

დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ჩვენი დღევანდელი სტატია. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!