სახეზე ერთი ნაოჭიც რომ არ მქონდეს, კვერცხის, თაფლისა და ვაზელინის ნარევს ვიყენებ

57074

კანისთვის ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნება ღრმა სიბერემდე – დავალება, რომელსაც წარმატებით მხოლოდ იმ შემთხვევაში გავართმევთ თავს, თუ ამ კონკრეტულ საკითხს გონივრულად მივუდგებით.

გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედების, არაჯანსაღი ჩვევებისა და არასწორი კვების შედეგად, ჩვენი კანი კარგავს სიმტკიცესა და ელასტიკურობას, გვიჩნდება ნაოჭები, ლაქები, შავი ტომრები და ა.შ.

ყველა ეს უსიამოვნო მოვლენა თავიდან რომ აირიდოთ, აუცილებლად უნდა მიიღოთ შესაბამისი ზომები რეგულარულად. ჩვენ გთავაზობთ არა ძვირადღირებული, დარეკლამებული პროდუქციის გამოყენებას, რომლებიც მავნე ქიმიური ნივითიერებებითაა გაჟღენთილი, არამედ უპირატესობის მინიჭებას მხოლოდ ნატურალური საშუალებებისთვის.

დღევანდელ სტატიაში გიამბობთ ერთი იაფი და ხელმისაწვდომი ნარევის შესახებ, რომლის რეგულარული გამოყენებიდან ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებები აუცილებლად თვალსაჩინო გახდება: კანი დაბრუნებს სიმტკიცეს, ნაოჭები გაგლუვდება, ხოლო ლაქები – ნაკლებად შესამჩნევი გახდება.

ნუშის ან ზეითუნის ზეთი, რომელთაგანაც ერთ-ერთი აუცილებლად დაგჭირდებათ ჩვენი დღევანდელი რეცეპტისთვის, ანტიოქსიდანტური თვისებებით გამორჩეული პროდუქტებია. ისინი არაჩვეულებრივად ატენიანებს და კვებავს კანს.

თაფლი – ჩვენი კანისათვის კიდევ ერთი ძალიან სასარგებლო პროდუქტი, რომელიც გამოირჩევა ანტიბაქტერიული თვისებებით.

კვერცხის გული სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით, გასანკუთრებით კი A ვიტამინით მდიდარი პროდუქტია, რომელსაც ძალიან დადებითი გავლენა აქვს ჩვენს კანზე. სწორედ ამ მიზეზის გამო, კვერცხის გული ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს თავის მოსავლელ საშინაო საშუალებებში.

ვაზელინი მოქმედებს ამ კომპონეტების დამაკავშირებელი ნივთიერების სახით, რომლის ნარევში დამატებითაც იქმნება მსუბუქი, მარტივად გამოსაყენებელი კრემის კონსისტენცია. გარდა ამისა, ვაზელინი არაჩვეულებრივად ატენიანებს კანს და იცავს მას გარემოს მავნე ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედებისგან.

მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ: 

  • 1 სუფრის კოვზი ნუშის ან ზეითუნის ზეთი
  • 1 კვერცხის გული
  • 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი
  • 2 ჩაის კოვზი ვაზელინი

ინსტრუქცია: 

პირველ რიგში, გაამზადეთ წყლის აბაზანა: აიღეთ ქვაბი, ნახევრამდე შეავსეთ ის წყლით და ჩადგით მასში ცეცხლგამძლე, მშრალი ჭურჭელი, რომელშიც ვაზელინი გექნებათ მოთავსებული. როდესაც წყლის აბაზანა ადუღდება და ვაზელინი ბოლომდე გადნება, გამორთეთ ცეცხლი და მუდმივი მორევის პირობებში დაამატეთ ჭურჭელში დარჩენილი ინგრედიენტები.

მას შემდეგ, რაც ყველა კომპონენტი ერთმანეთში ბოლომდე გაიხსნება, მოათავსეთ ეს მასა თქვენთვის მოსახერხებელ კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში. გამოყენებამდე კარგად შეათბეთ კრემი ორივე ხელის გულზე და რამდენიმე წუთის განმავლობაში იკეთეთ სახის კანის მსუბუქი მასაჟი. დაიტოვეთ გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი 1 საათით და შემდეგ ჩამოიბანეთ გვირილის ნაყენით ან მინერალური წყლით.

თუ კვირაში 1-ხელ ან 2-ჯერ ამ პროცედურას ჩაიტარებთ, სასიამოვნო ცვლილებები არ დააყოვნებს. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის დაქალებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!