ანტიასაკობრივი ნიღაბი 60 წელს გადაცილებული ქალბატონებისათვის. აუცილებლად ცადეთ, რათა საკუთარ ასაკთან შედარებით გაცილებით ახალგაზრდად გამოიყურებოდეთ

405

გთავაზობთ ნიღბების რეცეპტებს, რომლებიც იდეალურია 60+ ასაკის კანისთვის. უმარტივესი ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული ნიღბები კვებავს კანს, ამკვრივებს, ჭიმავს და ანიჭებს სიგლუვეს.

ნიღაბი N1

ასაკობრივი ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ცალი კვერცხის ცილა
  • სიმინდის სახამებელი 1 ჩ. კ.
  • კაკაო 1 ჩ. კ.

მომზადების წესი:

კვერცხის ცილა მსუბუქად ათქვიფეთ და ნაწილ-ნაწილ შეურიეთ სახამებელი და კაკაოს ფხვნილი.

კვერცხის ცილა ჭიმავს კანს. სახამებელი ასწრაფებს კანის უჯრედების რეგენერაციას. კაკაო ღრმად კვებავს და ატენიანებს კანს.

ნიღაბი წაისვით სახის კანზე, კისერზე, მკერდის ზონასა და ხელებზე. გაიჩერეთ 30 წუთი და პროცედურის ბოლოს სახე დაიბანეთ თბილი წყლით.

ნიღაბი N2

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ცალი კვერცხის გული
  • შვრიის ფქვილი 1 ჩ. კ.
  • კაკაოს ფხვნილი 1 ჩ. კ.
  • ზეითუნის ზეთი 1 ჩ. კ.

ნიღბის შემადგენლობაში შემავალ თითოეულ ინგრედიენტს მრავალი სარგებელი მოაქვს კანისთვის. კერძოდ: კვერცხის გული კვებავს კანს. შვრიის ფქვილი ხელს უწყობს ბუნებრივი კოლაგენის გამომუშავებას. კაკაო და ზეითუნის ზეთი ღრმად კვებავს და ატენიანებს კანს.

ათქვეფილ კვერცხის გულს ნაწილ-ნაწილ ამატებთ შვრიის ფქვილს, კაკაოს, ზეითუნის ზეთს და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ნიღაბი წაისვით წინასწარ გაწმენდილ კანზე და გაიჩერეთ 30 წუთი. ნარჩენი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-3-ჯერ.

ნიღბები შეგიძლიათ გაიკეთოთ მონაცვლეობით.

თუ მოგეწონათ ჩვენი სტატია, გაუზიარეთ ის მეგობრებსაც – ასე ერთმანეთს ძალიან დავეხმარებით!