შოკოლადის ნაზი და ფხვიერი ცომისა და ხაჭოს არომატული შიგთავსის კომბინაცია დაუვწიყარ გემოს ქმნის

202

შემოგთავაზებთ უგემრიელესი დესერტის რეცეპტს. ფხვიერი და ნაზი შოკოლადის ცომის, ხაჭოს არომატული შიგთავსის, თაფლიანი მიწის თხილისა და მოხარშული შესქელებული რძის კომბინაცია მართლაც საოცრებაა.

ფხვიერი ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარაქი 125 გრ
  • ფქვილი 300 გრ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • კვერცხი 1 ცალი
  • შაქარი 4 ს. კ.
  • კაკაო 2 ს. კ.

შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხაჭო 500-600 გრ
  • კვერცხი 3 ცალი
  • შაქარი ნახევარ ჩაის ჭიქაზე ცოტა მეტი
  • ვანილი
  • არაჟანი ნახევარი ჩ. ჭ.

ზემოდან წასასმელად დაგჭირდებათ:

  • მოხარშული შესქელებული რძე
  • მიწის თხილი ან ნიგოზი 50-100 გრ
  • თაფლი 2-3 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ამზადებთ ცომს. გაცრილ ფქვილს დაამატეთ,  შაქარი, კაკაო, გამაფხვიერებელი, ოთახის ტემპერატურის კარაქი და ჩანგლით აურიეთ.
  2. შემდეგ დაამატეთ კვერცხი და მოზილეთ ფხვიერი ცომი.
  3. გამოსაცხობად დაგჭირდებათ მრგვალი ფორმა. ცომი გააბრტყელეთ ფორმის ძირზე და ამოიტანეთ გვერდებზეც.

ამზადებთ ხაჭოს შიგთავსს:

  1. ხაჭოს დაამატეთ ვანილი და დააბლენდერეთ.
  2. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ არაჟანი. თქვეფთ მიქსერით. შემდეგ ხაჭოსა და კვერცხის მასები გააერთიანეთ.
  3. მზა შიგთავსი გაანაწილეთ ცომზე.
  4. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 50-55 წუთი.
  5. ღვეზელი გააგრილეთ.
  6. საცხობ ფორმაზე დაყარეთ მიწის თხილი ან ნიგოზი, 5 წუთით  შედეთ ღუმელში და მოხალეთ.
  7. თაფლი გააცხელეთ ორთქლის აბაზანაზე. როდესაც თაფლი გათხელდება დაამატეთ თხილი და აურიეთ.
  8. ხაჭოს შიგთავსზე გადაუსვით მოხარშული შესქელებული რძე და გააფორმეთ თაფლიანი თხილით. თხილს სილამაზისთვის თხელ ფენად მოაყარეთ ყავისფერი შაქარი.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!