სარეცხი საპონი შეუცვლელი პროდუქტია. რატომ აფასებდნენ მას ჩვენი დიდი ბებიები?

789

ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებების წყალობით სარეცხი საპონი შეუცვლელია ყოველდღიურ ცხოვრებაში. შემოგთავაზებთ სარეცხი საპნის გამოყენების ნაკლებად ცნობილ გზებს:

1. მწერის ნაკბენი და ნაკაწრი

მცირე ჭრილობის, ნაკაწრის შეხორცებას შეძლებთ, დაიამებთ მწერის ნაკბენით გამოწვეულ ქავილს, შეშუპებას, სიწითლეს და აირიდებთ ინფექციის შეჭრას, თუ დაზიანებულ კანზე მცირე რაოდენობით წაისვამთ დატენიანებულ სარეცხ საპონს.

2. სისხლჩაქცევები

თუ ხელთ არ აღმოგაჩნდათ ყინული ან სპეციალური სამკურნალო საშუალება, სისხლჩაქცევაზე წაისვით სარეცხი საპონი.

3. გაღიზიანება

ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული სარეცხი საპონი აგარიდებთ გაპარსვის შემდეგ კანის გაღიზიანებას. მაგრამ არ დაგავიწყდეთ ეს პროდუქტი მდიდარია ტუტეებით, ამიტომ აშრობს კანს. თუ გაპარსვის შემდეგ გამოიყენებთ სარეცხ საპონს, აუცილებლად წაისვით დამატენიანებელი საცხი.

4. დეზინფექცია

სარეცხი საპონი საუკეთესო საშუალებაა ჰიგიენისთვის განკუთვნილი პირადი ნივთების სადეზინფექციოდ. სავარცხელს, ტანის ღრუბელს, კბილის ჯაგრისს საღამოს წაუსვით სარეცხი საპონი და დილით გარეცხეთ.

5. აკნე

გამონაყარის დროს დაიბანეთ სარეცხი საპნით და  აუცილებლად წაისვით დამატენიანებელი საცხი. ამ გზით აირიდებთ კანის გამოშრობასა და აქერცვლას.

6. დამწვრობა

72%-იანი სარეცხი საპონი შეგიძლიათ გამოიყენოთ მცირე დამწვრობის დროს (წყლულების შემთხვევაში არ გამოიყენოთ). მაგრამ, სანამ კანის დაზიანებულ ზონას დატენიანებული საპნით დაამუშავებთ, ჭრილობა ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

კანზე სარეცხი საპნის გამოყენებისას მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სხვადასხვა წარმოების პროდუქტის შემადგენლობა შეიძლება განსხვავდებოდეს. საპნის სამკურნალო საშუალებად არჩევისას რეკომენდებულია მოერიდოთ პროდუქტებს, რომლებიც შეიცავს საღებავებს, ეთერზეთებს, ცხიმის შემცვლელებს. ასევე აირჩიეთ ცხიმოვანი მჟავების ყველაზე მაღალი პროცენტული შემცველობის საპონი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!