შემოგთავაზებთ სამარხვო სალათის რეცეპტს. სოკოსა და ლობიოს კომბინაცია უგემრიელესია. შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც ზეთით, ისე სამარხვო მაიონეზით.
საჭირო ინგრედიენტები:
- ლობიო 300 გრ
- მჟავე კიტრი 3 ცალი
- ხახვი 2 თავი
- ქამა სოკო 500-600 გრ
- ზეთი ან სამარხვო მაიონეზი
- მარილი, შავი პილპილი
- ოხრახუში და კამა
მომზადების წესი:
- ლობიო ჩაალბეთ წინა საღამოს. დილით გარეცხეთ და მოხარშეთ (პირველი წყალი გამოუცვალეთ).
- სოკო გარეცხეთ და დაჭერით სიგრძეზე.
- ხახვი დაჭერით საშუალო ნაჭრებად.
- ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი. შემდეგ დაყარეთ ხახვი, სოკო და მოხრაკეთ.
- მჟავე კიტრი დაჭერით პატარა კუბიკებად.
- ლობიოს მარცვლებს (წვენი არ გჭირდებათ) დაამატეთ მოხრაკული სოკო და ხახვი, მჟავე კიტრი, ზეთი ან სამარხვო მაიონეზი, მარილი, შავი პილპილი, წვრილად დაჭრილი კამა, ოხრახუში და მოურიეთ.
უგემრიელესი სალათი ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!