კეფირის ბაზაზე მომზადებული კოქტეილები არაჩვეულებრივია როგორც ფიგურის კორექტირებისთვის, ასევე ზოგადი ჯანმრთელობისთვის

337

კეფირი წარმოუდგენლად ჯანსაღი, ფერმენტირებული რძის პროდუქტია. კეფირს აქტიურად იყენებენ დიეტის დროს. ის ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს, წმენდს ორგანიზმს და ახდენს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალიზებას.

შემოგთავაზებთ კეფირის ბაზაზე მომზადებული გემრიელი და ორგანიზმისთვის სასარგებლო კოქტეილების რეცეპტებს. კეფირის სხვა ინგრედიენტებთან კომბინაციით მიიღებთ ვიტამინების კრებულს, რომელიც ორგანიზმს უზრუნველყოფს აუცილებელი საკვები ნივთიერებებით და ხელს უწყობს ცხიმების წვას.

1. კეფირის კოქტეილი

გასახდომი კექტეილის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კეფირი 200 მლ
  • დაფქული წითელი წიწაკა მწიკვი
  • დაფქული დარიჩინი მწიკვი
  • დაფქული ჯანჯაფილი მწიკვი
  • მინერალური წყალი 2-3 ს. კ.

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და კოქტეილიც მზადაა.

2. კოქტეილი თაფლითა და ჯანჯაფილით

გასახდომი კოქტეილის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კეფირი 1 ჩ. ჭ.
  • ჩაის კოვზამდე თაფლი
  • დაფქული ჯანჯაფილი ჩაის კოვზამდე
  • ადუღებული წყალი 2 ს. კ.

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და გასახდომი კოქტეილი მზად არის.

3. კეფირის და ვაშლის კოქტეილი

გემრიელი და სასარგებლო კოქტეილის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ვაშლი 5 ცალი
  • კეფირი 300 მლ
  • დარიჩინი გემოვნებით

მომზადების წესი:

ვაშლი გათალეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად და კეფირთან ერთად დააბლენდერეთ. თქვენი გემოვნების მიხედვით დაამატეთ დარიჩინი.

ვაშლისა და კეფირის კოქტეილი საგრძნობლად ამცირებს მადას.

4. სამკურნალო კოქტეილი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კეფირი ნახევარი ლ
  • ცოტა თაფლი
  • დარიჩინი მწიკვი
  • დაფქული დარიჩინი ჩაის კოვზამდე

მომზადების წესი:

  1. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ დააბლენდერეთ. შეგიძლიათ მიიღოთ მთელი დღის განმავლობაში.
  2. კოქტეილი ხელს უწყობს წონის კლებას და დადებითად მოქმედებს ნაწლავის მიკროფლორაზე.

5. კეფირისა და ოხრახუშის კოქტეილი

მოცემული კოქტეილი ხელს უწყობს ცხიმების წვას

საჭირო ინგრედიენტები:

  • კეფირი 1 ჩ. ჭ.
  • დაჭრილი ოხრახუში 1 ს. კ.
  • დარიჩინი მწიკვი

მომზადების წესი:

  1. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ, გააჩერეთ 1 საათი და დალიეთ უზმოზე. მიიღეთ 10 დღის განმავლობაში.
  2. აუცილებელია დღის განმავლობაში მიიღოთ საჭირო რაოდენობის სითხე.
  3. მაქსიმალურ შედეგს მიიღებთ, თუ კოქტეილთან ერთად მიირთმევთ მხოლოდ ბოსტნეულს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!