მუქი ლაქები კანზე საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ბევრ ადამიანი აწუხებს. ლაქები ჩნდება კისერზე, იღლიებში და ბარძაყების შიგნითა მხარეს კანზე. მათი გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს: დეოდორანტების გამოყენება, ეპილაცია, გაპარსვა.
შემოგთავაზებთ უმარტივესი ინგრედიენტებით მომზადებული ხელნაკეთი ნიღბის რეცეპტს, რომლის წყალობით ძალიან სწრაფად და მარტივად შეძლებთ კანის გაღიავებას.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- საკვები სოდა 1 ს. კ.
- მარილი 1 ს. კ.
- ზეითუნის ზეთი 1 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი პასტისებური მასა. ნიღაბი წაისვით სათანადო ადგილებზე და გაიჩერეთ 15-20 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 3-4-ჯერ. პროცედურების ხანგრძლივობა 3 კვირა.