იოდი გერანებისთვის: რა სარგებელის მოტანა შეუძლია მას და როგორ ვიზრუნოთ საყვარელ მცენარეზე?

12791

გერანი, იგივე ბალბა, მარტივად მოსავლელი მცენარეა და შეუძლია მთელი წელი იყვავილოს. მაგრამ ამ ადვილად მოსავლელ მცენარესაც სჭირდება სასუქი და მზრუნველობა. გერანს უყვარს ჭირვეულობა. გაჭირვეულებული კი  რამდენიმე თვე არ ყვავილობს.

გერანისთვის იოდი არის გამაძლიერებელი და დამცველი. ბიუჯეტური პრეპარატი აცოცხლებს მცენარეს, ახალისებს,  სწრაფად გამოიღებს კვირტებს და შემდეგ გაგახარებთ ლამაზ-ლამაზი ყვავილებით.

მინერალური სასუქების გამოყენება გადადეთ გაზაფხულისთვის. შემოდგომაზე მცენარის ზრდისა და განვითარების სტიმულირებისთვის მეყვავილეები გვირჩევენ იოდის გამოყენებას. ზამთარში იოდიანი ხსნარი აღარ გამოიყენოთ. მცენარე მორწყეთ, ოთახის ტემპერატურის წყლით.

რა სარგებლობა მოაქვს იოდს გერანისთვის?  

  • ხსნარი ხელს უწყობს ფესვების ზრდას. ფესვები იწყებს  ნიადაგიდან საკვები ნივთიერებების უკეთესად და სწრაფად შეწოვას.
  • ფოთლები უფრო ხორციანი ხდება. ფერი ხასხასა და მკვეთრი. ყვავილობის დრო გახანგრძლივებულია.
  • გარდა ამისა, იოდი მოქმედებს როგორც ნიადაგის ანტისეპტიკური საშუალება. ხელს უშლის ფესვების ლპობას, მავნებლების გაჩენას, ებრძვის სოკოს, იცავს მცენარეს დაავადებებისგან.
  • იოდიანი ხსნარის მოსამზადებლად ოთახის ტემპერატურის 1 ლ წყალს დაამატეთ 1 წვეთი იოდი და კვირაში ერთხელ მორწყეთ დასუსტებული მცენარე.
  • გაითვალისწინეთ, იოდის ხსნარის გამოყენებამდე ერთი დღით ადრე ქოთანში ნიადაგი უნდა გააფხვიეროთ და მსუბუქად უნდა დაატენიანოთ.
  • ერთი მცენარის მოსარწყავად, ყვავილის ზომისა და ასაკის მიხედვით, დაგჭირდებათ 50-100 მლ ხსნარი. შეეცადეთ ხსნარი არ მოგიხვდეთ ფოთლებზე.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იოდის ხსნარს იყენებთ შემოდგომაზე და აუცილებლად კვირაში ერთხელ.