გაგაცნობთ 3 საუკეთესო საშინაო ნიღაბს თქვენი კანისთვის. თითქოს კანის ნაკლოვანებები არც არასდროს არსებობდა

1243

ღრმა ნაოჭები შეიძლება ნებისმიერ ასაკში გაჩნდეს. მათ გაჩენას წარმოქმნას იწვევს სახის მიმიკები: გაოცება, უკმაყოფილება, წარბების შეჭმუხნა შუბლზე.

ყველა ქალის ოცნებაა, გამოიყურებოდეს ახალგაზრდულად, ჰქონდეს გლუვი და მკვრივი კანი. მაგრამ, სამწუხაროდ, კომერციული კოსმეტიკური საშუალებებით, რომელთაც ვიყენებთ, ყოველთვის ვერ ვიღებთ ეფექტურ შედეგს.

საბედნიეროდ, არსებობს ბუნებრივი, ბიუჯეტური  პროდუქტები, რომელთა საშუალებით შეძლებთ კანს შეუნარჩუნოთ სიმკვრივე, ელასტიურობა. შემოგთავაზებთ ღრმა ნაოჭების საწინააღმდეგო ხელნაკეთი კოსმეტოლოგიური საშუალებების რეცეპტებს.

რეცეპტი N1

ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კრაზანას ბალახი 1 ჩ. კ.
  • ცაცხვის ყვავილი 1 ჩ. კ.
  • გვირილა (სააფთიაქო) 1 ჩ. კ.
  • სალბი 1 ჩ. კ.
  • წყალი 2 ჩ. ჭ.
  • არაყი ან კონიაკი 2 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

წყალი აადუღეთ და დაასხით მოცემული მცენარეების ნარევს. დაახურეთ ლამბაქი და გააჩერეთ 25-30 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და შეურიეთ არაყი ან კონიაკი. მომზადებული ლოსიონით დილა-საღამოს გაიწმინდეთ სახის კანი.

რეცეპტი N2

შემოგთავაზებთ ასპირინის ბაზაზე მომზადებეული ღრმა ნაოჭების საწინაანააღმდეგო ნიღბის რეცეპტს. ნიღაბს აქვს პილინგის ეფექტი. აშორებს მკვდარ უჯრედებს, წმენდს ფორებს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ასპირინი 2 აბი
  • რამდენიმე წვეთი წყალი
  • თაფლი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და მოხმარების წესები:

ასპირინის აბებს დაასხით რამდენიმე წვეთი წყალი და ცოტა ხანს გააჩერეთ. შემდეგ დაჭყლიტეთ კოვზით და შეურიეთ თაფლი. მომზადებული მასა მსუბუქი წრიული მოძრაობებით წაისვით სახის კანზე და გაიჩერეთ 10 წუთი. შემდეგ სახე გაიწმინდეთ ყავის სკრაბით (1 ჩ. კ. წმინდად დაფქულ ყავას შეურიეთ ნახევარი ჩაის კოვზი ზეითუნის ან ქოქოსის, ან ატმის კურკის ზეთი) და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

რეცეპტი N3

შემოგთავაზებთ სახამებლის ბაზაზე მომზადებული ღრმა ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღბის რეცეპტს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • კარტოფილის სახამებელი 1 ს. კ.
  • ოთახის ტემპერატურის წყალი ნახევარი ჩ. ჭ. და მდუღარე წყალი  ნახევარი ჩ. ჭ.
  • სტაფილოს წვენი 4 ს. კ.
  • არაჟანი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

სახამებელს გახსენით ნადგამ წყალში და შემდეგ დაასხით მდუღარე. დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ გასქელებამდე. გააგრილეთ და შეურიეთ სტაფილოს წვენი და არაჟანი. ნიღაბი თხელ ფენად წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. დაელოდეთ გაშრობას. შემდეგ წაისვით მეორე ფენა, გაშრობის შემდეგ_ მესამე და გაიჩერეთ 30 წუთი. პროცედურის დასრულების შემდეგ სახე დაიბანეთ თბილი წყლით.

თუ გამოგიცდიათ ამ სამი საშუალებიდან რომელიმე საკუთარ თავზე? რომელ საშინაო საშუალებას იყენებთ თქვენ? აუცილებლად გაგვიზიარეთ საკუთარი გამოცდილება კომენტარების ველის მეშვეობით, ასე ერთმანეთს ძალიან დავეხმარებით.