რა კავშირია ხახვსა და ჯანმრთელობას შორის? სრული სია იმ პრობლემებისა, რომელთაც უბრალო ბოსტნეული უმკლავდება

409

ხახვი სამკურნალო მცენარეა. საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ ხახვს, როგორც გაციებისა და გრიპის საწინააღმდეგო ბუნებრივ წამალს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც კი აღიარა ხახვის უნარი ხველის, ჰიპერემიის, ბრონქიტისა და რესპირატორული ინფექციების განკურნებაში.

გოგირდით მდიდარი ხახვი გაჯერებულია ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებებით. ხახვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ორგანიზმს ეხმარება თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ხახვის წვენზე კარგად რეაგირებს რესპირატორული დაავადებები. ის შესანიშნავი ამოსახველებელია.

ხახვი ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს, შეგიძლიათ გამოიყენოთ გულის დაავადებებისა და ართრიტის სამკურნალოდ.

გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს ხალხური მედიცინიდან

ხველა, ბრონქიტი

  • 1 თავი საშუალო ზომის ხახვი გაატარეთ, შეურიეთ 1 ჩ. კ. ქოქოსის ან კაკაოს ზეთი და კარგად აურიეთ. მომზადებული მასა გადაიტანეთ ბამბის ქსოვილზე და სიგრძეზე (შუაში) გაანაწილეთ. შემდეგ დაიდეთ მკერდზე და დაითბუნეთ პირსახოცით. გაიჩერეთ 30 წუთი.
  • გახანგრძლივებული ხველისა და ბრონქიტის დროს უებარი წამალია რძეში მოხარშული ხახვი. 1-2 თავი საშუალო ზომის ხახვი გაფცქვენით, დაასხით 1 ჭიქა რძე და დადგით დაბალ ცეცხლზე. ადუღეთ ხახვის დარბილებამდე, დაახლოებით 3-4 წუთი. შემდეგ ამოიღეთ ხახვი, დაჭერით და მიირთვით, ხოლო თითო-თითო ს. კ. რძე (ხახვის ნახარში) მიიღეთ 2-3 საათში ერთხელ.
  • აიღეთ 1 თავი დიდი ხახვი, გაჭერით შუაზე და ჩადეთ პატარა ქვაბში ან თასში. ხახვის თითოეულ ნაწილზე დაყარეთ თითო-თითო ს. კ. შაქარი. ქვაბს დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ 1 საათი. ხახვის სიროფი მიიღეთ დღეში 2-ჯერ.

კოლიკა

შემოგთავაზებთ ინდურ რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ ჩვილებში კოლიკით გამოწვეული ტკივილის  შემსუბუქებას. 1 თავი საშუალო ზომის ყვითელი ხახვი დაჭერით წვრილად, დაასხით 100 მლ წყალი, დადგით საშუალო ცეცხლზე და აადუღეთ. ადუღებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ და გადაწურეთ. თქვენს პატარას მუცლის ტკივილის   დაამებამდე, საათში ერთხელ, დაალევინეთ ნახარშის თითო-თითო ჩაის კოვზი.

ყურის ტკივილი

ხახვი დაჭერით, ჩაყარეთ პატარა ქისაში, დაიდეთ ყურზე და შეიხვიეთ თავსაფრით ან დაიხურეთ ქუდი. მოიხსენით ტკივილის გაყუჩების შემდეგ.

შეგიჩერებთ სისხლდენას

ხახვის ფურცლებიდან ფრთხილად აიღეთ თხელი აპკი, დაიდეთ ჭრილობაზე და მყისვე შეგიჩერდებათ სისხლდენა. გარდა ამისა, აქვს ანტისეპტიკური მოქმედება.

გაციება

დაგჭირდებათ 1 თავი დიდი ხახვი. ტერფებზე წაისვით ქოქოსის ზეთი, დაიდეთ ხახვის ფურცლები და შეიხვიეთ. ამოიცვით წინდები და გაიჩერეთ მთელი ღამე. ხახვს ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები და ავადმყოფობაც.

გულისრევა და ღებინების შეგრძნება

1 თავი ხახვი დაჭერით წვრილად და მარლის საშუალებით გამოწურეთ წვენი. მოამზადეთ პიტნის ძლიერი ჩაი და გააგრილეთ. ჯერ დალიეთ 2 ჩ. კ. ხახვის წვენი და 5 წუთის შემდეგ დალიეთ 2 ჩ. კ. პიტნის ჩაი. და ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე. ღებინების შეგრძნება დაუყონებლივ გაგიქრებათ. გულისრევის შემთხვევაში კი რამდენიმე წუთში მიიღებთ სასურველ შედეგს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!