სახის კანის მოსავლელად დატენიანება მნიშვნელოვანი პროცედურაა. არასაკმარისი დატენიანების შედეგად კანი დუნდება, კარგავს ელასტიურობას და ჩნდება ღრმა ნაოჭები. დატენიანების პროცესში ფუნდამეტურ როლს ასრულებს სახის დამატენიანებელი ნიღბები, რომელთა გამოყენება განსაკუთრებით აქტუალური ხდება ასაკთან ერთად, ვინაიდან კანი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ორგანო, თანდათანობით იწყებს გამოშრობას.
შემოგთავაზებთ საუკეთესო ნიღბების რეცეპტებს. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ნიღბები გამოიყენეთ მონაცვლეობით.
1. დამატენიანაებელი ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის
მოცემული რეცეპტის მიხედვით მომზადებული ნიღაბი ღრმად ატენიანებს კანს, ეფექტურად უმკლავდება ცხიმიანი კანის პრობლემებს, ავიწროებს ფორებს და აუმჯობესებს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირებას.
დამატენიანებელი ნიღბის მოსამზადებლად აიღეთ 1 საშუალო ზომის პამიდორი, გაფცქვენით და ცოტა ხნით ჩადეთ ცხელ წყალში. შემდეგ გახეხეთ სახეხზე, დაამატეთ 1 ჩ. კ. კარტოფილის სახამებელი და კარგად აურიეთ. მომზადებული მასა წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და გაიჩერეთ 20 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
2. დამატენიანებელი ნიღაბი მშრალი კანისთვის
მშრალ კანს სპეციალური დამატენიანებელი პროცედურა სჭირდება.
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- გვირილას ფხვნილი 2 ს. კ.
- ადუღებული წყალი 100 მლ
- ზეითუნის ზეთი 1 ს. კ.
- ალოეს წვენი (ან გლიცერინი) 1 ჩ. კ.
მომზადებისა და მოხმარების წესები:
გვირილას დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ 20-30 წუთი. შემდეგ წყალი გადაღვარეთ და გვირილას დაამატეთ ზეითუნის ზეთი. მხოლოდ ზეთი გამოყენებამდე ოდნავ შეათბეთ ორთქლის აბაზანაზე. ბოლოს შეურიეთ ალოე ან გლიცერინი და წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. პროცედურის ბოლოს სახე დაიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი საცხი.
3. დამატენიანებელი ნიღაბი
სახის კანის დამატენიანებელი ნიღბების აქტიური ინგრედიენტია ალოე. ალოე შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სხვა ინგრედიენტებთან კომბინაციაში, ისე სუფთა სახით. გარდა დამატენიანებელი ფუნქციისა, ალოე ებრძვის ანთებას, გამონაყარს, კვებავს კანს. 1 ს. კ. ალოეს წვენი გახსენით 1 ს. კ. წყალში და გაიწმინდეთ სახე.
თუ მშრალი კანი გაქვთ, 1 ს. კ. ალოეს წვენს შეურიეთ 1 ცალი კვერცხის გული, ხოლო ცხიმიანი კანისთვის გამოიყენეთ 1 ს. კ. ალოეს წვენისა და 1 ცალი კვერცხის ცილის ნიღაბი. თქვენთვის სასურველ კომბინაცია წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და გაიჩერეთ 30 წუთი. პროცედურის ბოლოს სახე დაიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით. ნიღაბი გაიკეთეთ ერთი თვის განმავლობაში, კვირაში 2-ჯერ.
4. ინტენსიურად დამატენიანებელი სახის ნიღაბი
დამატენიანებელი ნიღაბი სასწრაფო დახმარებაა მშრალი კანისთვის. კომპონენტების კომპლექტის წყალობით, ნიღაბს აქვს ინტენსიური დამატენიანებელი ეფექტი და შესაფერისია ნებისმიერი ტიპის კანისთვის.
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ნახევარი კიტრი
- A ვიტამინი 1 ჩ. კ.
- არაჟანი ან ნატურალური იოგურტი 1 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
კიტრი გახეხეთ წმინდა სახეხზე და შეურიეთ მოცემული ინგრედიენტები. მომზადებული მასა წაისვით წინასწარ გაწმენდილ კანზე და გაიჩერეთ 30 წუთი. პროცედურის ბოლოს სახე დაიბანეთ თბილი წყლით.