ლიმონი, ფორთოხალი და თაფლი – ყველაფერი, რაც სისხლძარღვების ბოლომდე გასაწმენდად დაგჭირდებათ

1725

დაბინძურებული საცხოვრებებელი გარემო, სასმელი წყალი, არაჯანსაღი კვება, მავნე ჩვევები – ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ ფაქტორებისა, რომლებიც ჩვენი სისხლძარღვების დაბინძურებას და ათეროსკლეროზული საცობების ფორმირებას განაპირობებს.

როდესაც ჩვენი სისხლძარღვები ბინძურდება და მის კედლებზე სხვადასხვა მავნე ნარჩენები იწყებს დაგროვებას, ფერხდება სისხლის მიმოქცევა და ირღვევა მთელი ორგანიზმის, აბსოლუტურად ყველა ორგანოსა და სისტემის მუშაობა.

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, სისხლძარღვებს დაბინძურება სახუმარო პრობლემა ნამდვილად არ არის! თუ სერიოზული გართულებების, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა სისტემის სერიოზული დაავადებების თავიდან არიდება გსურთ, თქვენ რეგულარულად უნდა მიიღოთ სათანადო ზომები სისხლძარღვების გასაწმენდად.

ამ შედეგის მისაღწევად სულაც არ არის აუცილებელი უახლოეს აფთიაქში წასვლა და სხვადასხვა პრეპარატებში ფულის გაფლანგვა. არსებობს ერთი ნატურალური საშუალება, რომელიც ამ დავალებას გაცილებით უკეთ ართმევს თავს, ვიდრე ნებისმიერი სააფთიაქო აბი, თანაც მისთვის გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები პრაქტიკულად არ არის დამახასიათებელი.

როგორ გავიწმინდოთ სისხლძარღვები

ინგრედიენტები:

  • 2 ცალი ფორთოხალი
  • 2 ცალი ლიმონი
  • 2 ს.კ. ნატურალური თაფლი

ინსტრუქცია: 

  1. ფორთოხალი და ლიმონი კარგად გარეცხეთ, დაჭერით პატარა ზომის კუბიკებად თავის კანთან ერთად.
  2. კარგად გაასუფთავეთ ისინი წიპწებისგან.
  3. პატარა ნაჭრებად დაჭრილი, წიპწებისგან გასუფთავებული ლიმონი და ფორთოხალი (აუცილებლად კანიანად) გაატარეთ ხორცსაკეპში.
  4. მიღებული ფაფისებრი მასა გადაიტანეთ მინის ქილაში და დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი.
  5. ქილას დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ ეს საშუალება მაცივარში რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში.
  6. ყოველ ჭამამდე 15 წუთით ადრე ამ საშუალებას ვიღებთ 2 ჩაის კოვზის ოდენობით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 1 თვე.

როდესაც ამ საშუალების მიღებას დაიწყებთ, შენიშნავთ თქვენი ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ენერგიის მოზღვავებას, კანისა და თმის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ლიმონის, ფორთოხლისა და თაფლის ეს კომბინაცია ეფექტურად წმენდს ჩვენს სისხლძარღვებს, აძლიერებს გულის კუნთს და გვიცვას არაერთი სერიოზული დაავადებისგან.

აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს ინფორმაცია და გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც, ისინი მადლიერები დარჩებიან. გისურვებთ ჯანმრთელობას!