უგემრიელესი დესერტი ცხობის გარეშ. ხაჭოს სუფლეთი და ორცხობილებით მომზადებული ჩიზქეიქი

2471

ხაჭო და ჟელატინი უამრავი უგემრიელესი დესერტის ინგრედიენტებია. ამჯერად, შემოგთავაზებთ ხაჭოს სუფლეთი და ორცხობილით მომზადებული ჩიზქეიქის რეცეპტს.

კაკაოს, ვანილისა და ხაჭოს სუფლეს კომბინაცია გამოდის საოცარად გემრიელი. დესერტი ერთდროულად ნოყიერიცაა და მსუბუქიც. არ სჭირდება გამოცხობა და მზად გექნებათ რამდენიმე წუთში. დრო სჭირდება გაციებას.

უგემრიელესი დესერტის მომზადების დროს შეგიძლიათ იფანტაზიოროთ და შიგთავსს დაამატოთ თქვენი საყვარელი ხილი ან ქოქოსის ფანტელი, ან მოხალული მიწის თხილი, ნიგოზი. ეს უკვე თქვენს სურვილზე და გემოვნებაზეა დამოკიდებული.

დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხაჭო 400 გრ
  • ორცხობილა 6 ცალი
  • კაკაო 5 ს. კ.
  • ჟელატინი 35 გრ
  • არაჟანი 500 გრ
  • რძე 6 ს. კ.
  • შაქარი 4 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. ხაჭო, არაჟანი და შაქარი ათქვიფეთ მიქსერით.
  2. ჟელატინს დაასხით ცოტა თბილი წყალი, დაახლოებით 50 მლ-მდე, და მოურიეთ. ჟელატინი გააჩერეთ 30 წუთი. გაფუების შემდეგ შეურიეთ რძე და დადგით დაბალ ცეცხლზე, ურევთ განუწყვეტლივ. ჟელატინი რომ გაიხსნება, გადმოდგით ცეცხლიდან (არ აადუღოთ) და  ნაწილ-ნაწილ შეურიეთ ხაჭოიან მასას.
  3. მომზადებული მასა გაყავით სამ ნაწილად. ერთ ნაწილს შეურიეთ კაკაო, მეორეს_ დაფშვნილი ორცხობილა, მესამეს_ ცოტა ვანილი.
  4. საშუალო ზომის მრგვალ თასში ჩააფინეთ საკვების პარკი (ამოიტანეთ გვერდებზეც) და მომზადებული მასების 2-2 ს. კ. რიგრიგობით გაანაწილეთ.

დესერტი 5-6 საათით შედეთ მაცივარში. შემდეგ თასი ამოაბრუნეთ, გადმოიტანეთ ლანგარზე და მოაძვრეთ პარკი.

შეგიძლიათ ზემოდან მოასხათ გამდნარი შოკოლადი ან კარამელი.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!