თუ გსურთ, შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა და სილამაზე, მუდმივად უნდა იზრუნოთ კანზე. კანს სჭირდება კვება და დატენიანება. კანის მოვლის საშუალებების საუკეთესო დანამატია კარტოფილის ნიღაბი.
კარტოფილი კანისთვის საჭირო სასარგებლო საკვები ნივთიერებების ბუნებრივი წყაროა. კარტოფილის ბაზაზე მომზადებული ნიღბის რეგულარულად გამოყენება კანს ანიჭებს ელასტიურობას, კვებავს და ატენიანებს კანს, ებრძვის ნაოჭებს.
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ცალი პატარა კარტოფილი
- რძე 1 ჩ. კ.
- ხორბლის ფქვილი ან სახამებელი (ნებისმიერი) 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
კარტოფილი გახეხეთ წმინდა სახეხზე, დაამატეთ რძე, ფქვილი და კარგად აურიეთ. ნიღაბი წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, კისერზე და გაიჩერეთ 20 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით და აუცილებლად წაისვით თქვენი კანის ტიპის შესაბამისი საცხი.
ნიღაბი გაიკეთეთ 1 თვის განმავლობაში კვირაში 1-2-ჯერ. შემდეგ შეისვენეთ 1 თვე და შეგიძლიათ კიდევ გაიმეოროთ ერთთვიანი კურსი.
როგორ უვლით კანს თქვენ? აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება კომენტარების ველის მეშვეობით. ასე ერთანეთს ძალიან დავეხმარებით!