6 ნატურალური სასმელი, რომელიც დაგიჩქარებთ მეტაბოლიზმს და თავიდან აგარიდებთ ზედმეტი კილოგრამების მატებას

2678

სამწუხაროდ, ასაკის მატების პარალელურად ჩენი მეტაბოლიზმი ნელდება. უარყოფითი გავლენა აქვს ნივთიერებათა ცვლაზე ჩვენთვის დამახასიათბელ არაერთ მავნე ჩვევასაც (მოწევა, ალკოჰოლისადმი სიყვარული, არასწორი კვება და ა.შ.).

იმისათვის, რომ დაიჩქაროთ მეტაბოლიზმი, გააქტიუროთ ცხიმის წვის პროცესი და თავიდან აირიდოთ ასაკის მატების პარალელურად ზედმეტი კილოგრამების დაგროვება, გაამდიდრეთ კვების რაციონი დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილი ნატურალური პროდუქტებით.

1. ყავა

ყავაში შემავალი სხვადასხვა შენაერთები სტიმულირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის, ნერვული სისტემისა და თირკმელების მუშაობას. კოფეინი, ლიპიდები, ცილები და სხვა სასარგებლო შენაერთები, რომელთაც ჭარბად შეიცავს ყავა, დაგიჩქარებთ ნივთიერებათა ცვლას.

2. ქოქოსის წყალი

ქოქოსის წყალი მდიდარია ამინომჟავებითა და ვიტამინებით, რომლებიც აუცილებლად გჭირდებათ იმ შემთხვევაში, თუ მიზნად წონის დაკლება და ფიგურის კორექტირება გაქვთ დასახული. ეს ნატურალური პროდუქტი აგავსებთ სასიცოხლო ენერგიით და დაგიჩქარებთ ნივთიერებათა ცვლას, რის ხარჯზეც შეძლებთ ზედმეტი კილოგრამების მატების თავიდან არიდებას.

3. შოკოლადის კოქტეილი

სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ნახევარი ლიტრი სელის ან სეზამის რძე (4-5 სუფრის კოვზი 500 მლ წყალზე)
  • 1 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელები
  • 2 სუფრის კოვზი ამარანტის თესლი
  • 1 ჩაის კოვზი დაფქული ყავა
  • 1 ჩაის კოვზი კაკაოს ფხვნილი
  • თაფლი გემოვნების მიხედვით

ინსტრუქცია:

ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში ბლენდერის გამოყენებით. სვით ის მთელი დღის განმავლობაში პატარ-პატარა ულუფებით.

ასე შეძლებთ ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებას, მადის დაქვეითებას და ორგანიზმის მომარაგებას სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით.

4. მწვანე ჩაი

მიირთვით ნატურალური მწვანე ჩაი სხვადასხვა სანელებლებთან ერთად. დაამატეთ გაგრილებულ სასმელში მცირეოდენი თაფლი, კაიენის წიწაკა და ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი. ეს სასარგებლო სასმელი დაგიჩქარებთ მეტაბოლიზმს და გაგიწმენდთ სხეულს.

5. ვაშლის კოქტეილი

დაგჭირდებათ:

  • ერთი ცალი ვაშლი
  • 200 მლ ნატურალური იოგურტი ან დაბალცხიმიანი მაწონი
  • 50 გრამი ნუში
  • ნახევარი ლიტრი სელის ან სეზამის რძე
  • დარიჩინი და თაფლი გემოვნებით

ინსტრუქცია:

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და მოამზადეთ ერთგვაროვანი მასა. სვით ის მთელი დღეის განმავლობაში პატარ-პატარა ულუფებით.

6. მწვანე ჩაი ბალახებით

დაამატეთ გაგრილებულ სასმელში პიტნა და როზმარინი (800 მლ წყალზე 1 ჩაის კოვზი მწვანე ჩაი, 1 ჩაის კოვზი დაფქული პიტნა და 1 ჩაის კოვზი დაფქული როზმარინი). მიირთვით ეს სასმელი მთელი დღის განმავლობაში პატარ-პატარა ყლუპებით, რათა დაიჩქაროთ და მოიწესრიგოთ ნივთიერებათა ცვლა.

მიუდექით პრობლემას გონივრულად და დაიხმარეთ ეს ნატურალური საშუალებები, რათა კარგი გარეგნობის ღრმა სიბერემდე შენარჩუნება შეძლოთ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთსოს!