სახის კანის პილინგი სახლის პირობებში მარტივია ამ ხელმისაწვდომი საშუალებებით. ძალიან მალე სასიამოვნო ცვლილებებს იხილავთ

1274

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტების ბაზაზე მომზადებული რამდენიმე ხელნაკეთი სკრაბის რეცეპტს, რომელთა საშუალებით გაიწმენდთ კანს.

გაითვალისწინეთ, სახლის პირობებში სახის გაწმენდა რეკომენდებულია ძილის წინ, რათა კანი სრულყოფილად აღსდგეს და გარკვეული დროით  მოვარიდოთ გარემო ფაქტორების ზემოქმედებას. სკრაბი მსუბუქი წრიული მოძრაობებით წაისვით სუფთა და ოდნავ ნოტიო კანზე. სახის პილინგი დასაშვებია კვირაში 2-ჯერ.

სახის გაწმენდა ყავის ნალექით

ყავის ნალექი წაისვით კანზე და გაიჩერეთ 3-5 წუთი და შემდეგ წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სახის კანზე. პროცედურის ბოლოს სახე ჯერ თბილი წყლით დაიბანეთ, შემდეგ_ცივით.

სახის გაწმენდა ქატოს ან შვრიის ფანტელით

აიღეთ ქატო ან შვრიის ფანტელი, დაასხით იმ რაოდენობის წყალი, რომ მიიღოთ ფაფისებური მასა. სკრაბი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სახის კანზე (ლოყებზე, ცხვირზე, შუბლზე, ნიკაპზე). გაიჩერეთ 5-10 წუთი.  სახე ჩამოიბანეთ ოდნავ თბილი წყლით. მოცემული გზით სახე შეგიძლიათ გაიწმინდოთ ყოველდღე ან დღეგამოშვებით 2 კვირის განმავლობაში.

ცხიმიანი კანის სკრაბი

თაფლს დაამატეთ დაფქული ბრინჯი და კოსმეტოლოგიური თიხა (ინგრედიენტები აიღეთ თანაბარი რაოდენობით), დაასხით იმ რაოდენობის ცხელი წყალი, რომ მიიღოთ ფაფისებური მასა. მოცემულ სკრაბს შეუძლია ცხიმიანი კანის მრავალი პრობლემის მოგვარება. აუმჯობესებს სახის ფერს, წმენდს ფორებს, აშორებს შავ წერტილებსა და ცხიმიან მბზინვარებას.

მარილის სკრაბი

მოცემული სკრაბი სასარგებლოა მშრალი და აქერცლილი სახისა და ტანის კანისთვის. სკრაბი ეფექტურად იღებს ეპიდერმისის უხეშ ფენას, აღიავებს პიგმენტურ ლაქებსა და ჭორფლს, კანს ანიჭებს სიგლუვეს, ელასტიურობას და ხდის აბრეშუმისებრს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • დაფქული შვრია  1 ს. კ.
  • ზეითუნის ზეთი 1 ს. კ.
  • ზღვის მარილი (წმინდა) 1 ჩ. კ.

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და 2-3 წუთის განმავლობაში ნაზი, მსუბუქი, წრიული მოძრაობებით წაისვით T-ზონაზე. პროცედურის დასრულების შემდეგ სახე დაიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი საცხი.

კოსმეტიკური თიხის სკრაბი

თიხას აქვს გამწმენდი და შთამნთქმელი თვისებები. შეეფერება პრობლემურ კანს. მოცემული რეცეპტი შეესაბამება ყველა ტიპის კანს. 1 ს. კ. თეთრ თიხას შეურიეთ იმ რაოდენობის რძე, რომ მიიღოთ ფაფის მსგავსი მასა. შემდეგ დაამატეთ ცოტა ალოეს გელი და აურიეთ. მიღებული მასა წაისვით სუფთა კანზე და გაიჩერეთ 12-15 წუთი. პროცედურის ბოლოს სახე დაიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით და წაისვით დამატენიანებელი საცხი.