რეცეპტი, რომელიც 6000 წელს ითვლის: წმენდს სისხლს, კურნავს ჰიპერტონიას, არითმიას და კიდევ 15 დაავადებას

1930

ამ რეცეპტის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ 6000 წლის წინ ძველ საბერძნეთსა და ახლო აღმოსავლეთში მოეპოვებოდათ. გულით გირჩევთ, რეგულარულად მიიღოთ ის, რათა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არაერთი საკმაოდ სერიოზული პრობლემა მოიშოროთ.

სამკურნალო ნარევი ნახსენებია ილიადაშიც კი, სახელწოდებით “Intrion”. გარდა იმისა, რომ ნარევისთვის საკმაოდ სასიამოვნო გემო და არომატია დამახასიათებელი, ის სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა.

ორი უძლიერესი, სამკურნალო თვისებებით გამორჩეული ინგრედიენტის კომბინირებით ჩვენ ვიღებთ საშუალებას, რომელიც მდიდარია სხვადასხვა სასარგებლო ვიტამინებითა და ისეთი მინერალებით, როგორიცაა: თუთია, რკინა, მაგნიუმი, კალციუმი, სპილენძი, B ჯგუფის ვიტამინები, უჯრედისი და ა.შ. როგორც მოგეხსენებათ, თითოეული ეს ნივთიერება ძალზედ მნიშვნელოვანია მთელი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის.

ტაჰინისა (სეზამის თესლისგან მომზადებული პასტა) და თაფლის ნარევი ეფექტურად არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, კურნავს არითმიას, არეგულირებს სისხლის წნევას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ლიმფურ დრენაჟს.

ასეთი ნარევის რეგულარულად მირთმევით თქვენ მოამარაგებთ ორგანიზმს მისი გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო ენერგიით, გაზრდით საკუთარ შრომისუნარიანობას, გონებრივ შესაძლებლობებს, მოიშორებთ ქრონიკულ დაღლილობას, სტრესს, დეპრესიასა და მშფოთვარებას.

ნარევი შეიცავს დაახლოებით 182 ელემენტს – თითოეული მათგანი აუცილებელია კარგი ჯანმრთელობისთვის. ტაჰინისა და თაფლის ნარევი ანტიოქსიდანტების მაღალი კონცენტრაციითაც გამოირჩევა, რის ხარჯზეც ის თავიდან გვარიდებს კიბოსა და სხვადასხვა სერიოზული დაავადებების განვითარებას უჯრედულ დონეზე.

დაჟინებით გირჩევთ, აუცილებლად გამოიყენოთ ეს სამკურნალო ნარევი. თუ ასე მოიქცევით, პირობას გაძლევთ, სასიამოვნო ცვლილებები ხანმოკლე დროში იქნება თვალსაჩინო.

ინგრედიენტები:

  • 300 გრამი ტაჰინი
  • 300 გრამი ნატურალური თაფლი

მზა ტაჰინის შეძენას შეძლებთ მაღაზიებში. შეგიძლიათ, ის საკუთარი ხელითაც მოამზადოთ.

როგორ მზადდება ტაჰინი

ინგრედიენტები:

  • 1 ჩაის ჭიქა სეზამის თესლი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი (ძირითადად გამოიყენება სეზამის, ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი)

უბრალოდ ვათავსებთ ინგრედიენტებს ბლენდერში და ვურევთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ტაჰინი მზად არის!

თაფლისა და ტაჰინის ნარევი

სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად, შეურიეთ ერთმანეთში 300 გრამი ტაჰინი და 300 გრამი თაფლი. შეგიძლიათ მცირეოდენი დაქუცმაცებული ნიგვზის ან ნუშის დამატებაც.

მზა ნარევი გადაიტანეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში. ვარგისიანობის ვადა – 1-1,5 თვე.

ბავშვებისთვის რეკომენდებულია ნარევის მიღება დღეში 1 ჩაის კოვზის ოდენობით, ხოლო ზრდასრულთათვის – 1 ან 2 სუფრის კოვზი.