როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი სხეულის ერთ-ერთი ყველაზე მეტად მგრძნობიარე ნაწილი – სახის კანია. წლების მატებისა და დაბერების პროცესის პარალელურად ის არაერთ ცვლილებას განიცდის: კანი კარგავს სიმტკიცესა და ელასტიკურობას, გვიჩნდება ნაოჭები, ლაქები, ნაწიბურები და ა.შ.
გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედებისა და არაჯანსაღი ჩვევების შედეგად, სიბერე კარს შეიძლება გაცილებით ადრე მოგვადგეს, ვიდრე ჩვეულებისამებრ. ნაადრევი დაბერება თავიდან რომ აირიდოთ, რეგულარულად უნდა მიიღოთ საჭირო ზომები კანის მოსავლელად, რაშიც ვგულისხმობთ არა დარეკლამებული სპეციალური საშუალებების, არამედ მხოლოდ იაფი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან შემდგარი საშინაო ნიღბების გამოყენებას. საერთოდაც, რატომ უნდა ფლანგოთ რეგულარულად სოლიდური თანხა სხვადასხვა კოსმეტიკურ პროდუქტებსა და პროცედურებში, თუ არსებობს მათი არანაკლებ ეფექტური და გაცილებით იაფი ალტერნატივა?
ასპირინისა და ლიმონის ნიღაბი ლაქების წინააღმდეგ
ასპირინი შედგება სალიცილის მჟავისგან – ეს არის შენაერთი, რომელიც გვაშორებს კანის მკვდარ უჯრედებს, ღრმად აღწევს ფორებში და ამოაქვს მთელი სიბინძურე. გარდა ამისა, აღსანიშნავია აცეტილსალიცილის მჟავის ანთების საწინააღმდეგო თვისებებიც, რის ხარჯზეც მოცემული საშუალება თავიდან გვარიდებს შეწითლებასა და აკნეს.
ინგრედიენტები:
- 3 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
- 3 აბი ასპირინი (დაფქული)
ინსტრუქცია:
- კარგად შეურიეთ ორივე ინგრედიენტი ერთმანეთში.
- მიღებული პასტისებრი მასა წაისვით ლაქაზე.
- დაიტოვეთ სამოქმედოდ 15-20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
- ჩაიტარეთ ეს პროცედურა დღის განმავლობაში რამდენჯერმე, ლაქების სრულ გაქრობამდე.
- მაქსიმალურად მოერიდეთ კანს თვალების გარშემო და სხვა ისეთ მიდამოებში, სადაც ის შედარებით მგრძნობიარეა.
ასირინის, მაწვნისა და თაფლის ნიღაბი ნაოჭების წინააღმდეგ
მოცემული საშუალება დაუბრუნებს თქვენს კანს სიმტკიცეს, გაათანაბრებს მის ტონს, გააგლუვებს ნაოჭებს და გაგააახალგაზრდავებთ ვიზუალურად რამდენიმე წლით. კალიუმით, კალციუმით, ცილებითა და სხვა სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით მდიდარი ეს ნარევი არაჩვეულებრივია თქვენი კანისთვის!
ინგრედიენტები:
- 5 აბი ასპირნი
- 1 სუფრის კოვზი მაწონი
- ნახევარი სუფრის კოვზი თაფლი
ინსტრუქცია:
- დაფქვით ასპირინის ხუთივე აბი, დაუმატეთ მას მაწონი, თაფლი და კარგად გადაურიეთ.
- დაასველეთ რბილი ქსოვილი ცხელი, კანისთვის კომფორტული ტემპერატურის წყლით და დაიფინეთ ის რამდენიმე წუთით, რათა ფორები გაიხსნას.
- წაისვით ნარევი კანზე თხელ ფენად, დაიტოვეთ სამოქმედოდ დაახლოებით 30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
- პროცედურის შემდეგ დაიმუშავეთ კანი ყინულის კუბკებით, რათა ფორები დაიხუროს.
- თუ ამ ნიღაბს კვირაში ერთხელ მაინც გამოიყენებთ, შეძლებთ კარგი გარეგნობის ღრმა სიბერემდე შენარჩუნებას.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს რეცეპტები თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. იზრუნეთ თქვენს დაქალებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ ჩვენი დღევანდელი სტატია, რათა მათაც იცოდნენ სახის კანის მოსავლელი ამ ძალიან ეფექტური და ბიუჯეტური საშუალებების შესახებ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!