თუ გსურთ, დიდი ხნით შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა და სილამაზე იკვებეთ სწორად, მიიღეთ საჭირო რაოდენობის წყალი, მოერიდეთ სტრესებს და აქტიურად გამოიყენეთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული კანის მოვლის უსაფრთხო, ეფექტური და ბიუჯეტური საშუალებები.
შემოგთავაზებთ კვერცხის ცილის ბაზაზე მომზადებული ნიღბის რეცეპტს. ნიღაბს აქვს ბოტოქსის ეფექტი და შეიძლება იყოს სილამაზის სხვადასხვა პროცედურების ალტერნატივა.
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ქოქოსის ზეთი ნახევარი ჩ. კ.
- 1 ცალი კვერცხის ცილა
- ნახევარი ჩ. კ. ლიმონის წვენი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მინის ჭურჭელი. კვერცხის ცილა დაამატეთ ლიმონის წვენი, ქოქოსის ზეთი და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, კისერზე, მკერდის ზონაზე და თანაბრად გაინაწილეთ. გაიჩერეთ 15-20 წუთი. პროცედურის ბოლოს სახე დაიბანეთ თბილი გაწმენდილი წყლით. მაქსიმალური შედეგის მისაღებად ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ.
შემოგთავაზებთ კვერცხის ცილის ბაზაზე მომზადებული კიდევ ერთი ნიღბის რეცეპტს. ნიღაბი ამცირებს ნაოჭებს, აღიავებს პიგმენტურ ლაქებს, ჭორფლებს.
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 1 ცალი კვერცხის ცილა
- ლიმონის წვენი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
კვერცხის ცილას დაამატეთ ლიმონის წვენი და ათქვიფეთ. როგორც კი კვერცხის ცილა აქაფდება, მცირე ნაწილი თხელ ფენად წაისვით წინასწარ გაწმენდილ კანზე. ცოტა ხანს გაიჩერეთ და წაისვით მეორე ფენა, შემდეგ_ მესამე და გაიჩერეთ სრულ გაშრობამდე, დაახლოებით 15-20 წუთი. პროცედურის ბოლოს სახე დაიბანეთ თბილი წყლით.
გაითვალისწინეთ, ლიმონის წვენით მომზადებული ნიღბები უნდა წაისვათ საღამოს ან მოერიდეთ მზეზე გასვლას.
შემოგთავაზებთ კვერცხის გულის ბაზაზე მომზადებული ნიღბის რეცეპტს. ნიღაბი ამკვრივებს სახის კანს, ამცირებს ნაოჭებს, კვებავს და ატენიანებს კანს.
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ცალი კვერცხის გული
- ალოეს წვენი 1 ს. კ.
- თაფლი 1 ჩ. კ.
- თუ მშრალი კანი გაქვთ დაამატეთ ცოტა ზეითუნის ზეთი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
კვერცხის გულს დაამატეთ ალოეს წვენი, თაფლი და აურიეთ. მომზადებული ნიღაბი წაისვით წინასწარ გაწმენდილ კანზე და გაიჩერეთ 15 წუთი. სახე დაიბანეთ თბილი წყლით და წაისვით თქვენთვის სასურველი საცხი.
თუ თაფლზე ალერგია გაქვთ ნიღბის გამოყენებამდე ჩაიტარეთ ტესტი. იდაყვის შიგნითა მხრიდან კანზე წაისვით მცირე მასა და დააკვირდით. თუ კანი არ გაგიწილთად, შეგიძლიათ ნიღაბი გამოიყენოთ.