დროთა განმავლობაში თეთრი ნივთები კარგავს სიქათქათეს. განსაკუთრებით რთულია თეთრი წინდების გარეცხვა. საქმე კიდევ უფრო მეტად გირთულდებათ, თუ სახლში პატარა სპორტსმენები გყავთ. ძლიერ დაბინძურებას სარეცხი მანქანა და ქიმიური მათეთრებლებიც კი ვერ უმკლავდება. გაგიზიარებთ მარტივ მეთოდებს, რომელთა საშუალებით გაათეთრებთ წინდებს.
მათეთრებელი N1
ხელნაკეთი მათეთრებლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალი 3 ლ
- წყალბადის ზეჟანგი (3%-იანი) 3 ს. კ.
- ამიაკის სპირტი 1 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- აადუღეთ წყალი და ჩაასხით თასში, დაამატეთ წყალბადის ზეჟანგი, ამიაკის სპირტი და აურიეთ.
- წინდები ჩაალბეთ მომზადებულ ხსნარში და დატოვეთ მთელი ღამე.
- თუ ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს, მაშინ ხელახლა მოამზადეთ ხსნარი, ჩაყარეთ თეთრი წინდები და გამოხარშეთ. ადუღეთ 20 წუთი. აუცილებლად გამოაღეთ ფანჯრა და სახლი გაანიავეთ. შემდეგ წინდები გარეცხეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით.
მათეთრებელი N2
საჭირო ინგრედიენტები:
- სარეცხი საპონი
- 2 ს. კ. წყალბადის ზეჟანგი (3%-იანი)
- ჭურჭლის სარეცხი საშუალება
- წყალი 2 ლ
მომზადების წესი:
ადუღებულ წყალს ჩაახეხეთ საპონი, დაამატეთ წყალბადის ზეჟანგი და ჭურჭლის სარეცხი საშუალება. ჩაყარეთ წინდები და ხარშეთ 20 წუთი. გააჩერეთ გაგრილებამდე და გარეცხეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით.
მოცემული მათეთრებლები შეგიძლიათ გამოიყენოთ სამზარეულოს ტილოების, თეთრი პირსახოცების, მაისურებისა და სხვა ნივთების გასარეცხად.
რა საშუალებებს მიმართავთ თქვენ დახმარებისთვის ასეთ შემთხვევაში? აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება კომენტარების ველის მეშვეობით, ასე ერთმანეთს ძალიან დავეხმარებით!