თმის ცვენა შეიძლება გამოწვეული იყოს არასწორი კვებით, სტრესით, ჰორმონალური ცვლილებებით, ვიტამინების დეფიციტით. აუცილებლად უნდა დაადგინოთ თმის ცვენის გამომწვევი მიზეზი და რეგულარულად გამოიყენეთ ნუტრიენტებით მდიდარი ინგრედიენტებით მომზადებული ხელნაკეთი ნიღბები.
შემოგავაზებთ თმის ცვენის საწინააღმდეგო უძლიერესი ნიღბის რეცეპტს. მოცემული ნიღაბი აძლიერებს და კვებავს თმას, მატებს მოცულობას. გაიკეთეთ კვირაში ერთხელ, ხოლო ინტენსიური ცვენის დროს _კვირაში 2-3-ჯერ.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ცალი კვერცხის გული
- თაფლი 1 ს. კ.
- ზეითუნის ან აბუსალათინის ზეთი 1 ს. კ.
- ლიმონის წვენი 1 ჩ. კ.
- კეფირი ან იოგურტი 1 ს. კ.
- ნიორი 1 კბილი (დაჭყლეტილი) ან ხახვი წვენი 1 ს. კ. (შეგიძლიათ დაამატოთ ორივე)
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემულ ინგრედიენტებს ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნიღაბი დაიტანეთ თავის კანზე და შეიზილეთ წრიული მოძრაობებით. 3-5 წუთი გაიკეთეთ მასაჟი. შემდეგ დაიხურეთ შხაპის ქუდი და შემოიხვიეთ პირსახოცი. გაიჩერეთ მინიმუმ 45 წუთი (სასურველია, გაიჩეროთ 2 საათამდე). შემდეგ დაიბანეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით და ბოლოს გადაივლეთ სავლები.
შემოგთავაზებთ სავლების რამდენიმე ვარიანტს:
- 500 მლ თბილი წყლის (30 გრადუსამდე ტემპერატურის_ეს განსაკუთრებით აუცილებელია ცხიმიანი თმისთვის) და 1 ს. კ. ლიმონის წვენის ნარევი.
- ჭინჭრის ან გვირილას ნახარში+ლიმონის წვენი.
- 500 მლ თბილი წყლისა და 3-4 ს. კ. ვაშლის ძმრის ნარევი.
ნიღაბი აძლიერებს თმის ფოლიკულებს, აფერხებს ცვენას, თმას მატებს მოცულობას და ანიჭებს ბუნებრივ მბზინვარებას.