რამდენიმე მიზეზი, რატომ უნდა შევაჩეროთ არჩევანი კუპრის საპონზე

2122

კურპის საპონი საკმაოდ იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქტია, რომლის შეძენასაც აფთიაქებში, ჰიპერმარკეტებსა და კოსმეტიკურ მაღაზიებში შეძლებთ.

მას აქტიურად იყენებდნენ ჩვენი დიდი ბებიები, რადგან ზუსტად იცოდნენ, თუ რამდენად სასარგებლო პროდუქტია ეს საპონი.

მეგობრის რჩევით, რომელიც საკუთარი თავისა და შვილებისათვის მხოლოდ ამ საპონს იყენებს, მთელი თვის განმავლობაში თმასა და სახეს ამ საპნით ვიბანდი. თმაზე უსიამოვნო სუნი რომ არ გამჩენოდა, ბოლოს აუცილებლად შამპუნს ვიყენებდი.

სიმართე გითხრათ, შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ და ამ პრაქტიკის შეწყვეტას არ ვაპირებ. გამონაყარი საგრძნობლად შემიმცირდა, კანის გაღიზიანება, სიწითლე და შეშეპება ჩემთვის უცხო პრობლემები გახდა, ჩემი თმა დღეს გაცილებით სქელი და ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ საშუალებისა და ჩემი მეგობრის რჩევის დიდი მადლიერი ვარ!

რატომ კუპრის საპონი?

  1. თუ გაწუხებთ ქავილის შეგრძნება და კანის დერმატიტი, აუცილებლად გამოიყენეთ კუპრის საპონი. ის ახშობს მიმდინარე ანთებით პროცესებს და რამდენჯერმე აჩქარებს კანის დაზიანებული უჯრედების აღდგენის პროცესს.
  2. თუ ქერტლი თქვენთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა, რეგულარულად დაიბანეთ თავი კუპრის საპონით. ძალიან მალე პრობლემა წარსულში დარჩება.
  3. თუ გრძნობთ, რომ გითხელდებათ თმის საფარი, აუცილებლად გამოიყენეთ კუპრის საპონი. თავის კანის გაჯანსაღებისა და თმის ძირების გაძლიერების ხარჯზე წარსულში მოიტოვებთ ისეთ უსიამოვნო პრობლემას, როგორიც თმის ცვენაა.
  4. თუ გაწუხებთ აკნე, გაქვთ კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გამოიყენოთ კუპრის საპონი რეგულარულად. დაიბანეთ კანი მისი გამოყენებით, რათა მინიმუმამდე შეამციროთ ამ უსიამოვნო წამონაზარდების არსებობა.
  5. კუპრის საპონი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება კანდიდოზის სამკურნალოდ. ის საუკეთესოა მამაკაცებისა და ქალბატონებისათვის ინტიმური ჰიგიენის დასაცავად.
  6. თუ ოთხფეხა მეგობრები გყავთ, მათ დასაბანად აუცილებლად გამოიყენეთ კუპრის საპონი. ასე თქვენი შინაური ცხოველები საიმედოდ იქნებიან დაცულები ტკიპებისგან.

როგორც ხედავთ, კუპრის საპონი უნივერსალური, ძალიან სასარგებლო პროდუქტია. გამოიყენეთ ის, რათა შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და სილამაზე მრავალი წლით.