როდესაც რაიმეს გამოაცხობთ, ღუმელში უბრალოდ თასი შედგით. ის სისუფთავისგან მუდამ იბრწყინებს!

1376

თუ გსურთ, თქვენი ღუმელი მუდამ სუფთა იყოს და ახალივით ბრწყინავდეს, გამოიყენეთ მარტივი ხრიკი. ბიუჯეტური, უსაფრთხო ინგრედიენტებით ძალიან სწრაფად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, გაწმენდეთ ღუმელს.

დაგჭირდებათ:

  • 100 მლ 9%-იანი ძმარი
  • 1 ლ ადუღებული წყალი
  • შესაბამისი ზომის ემალის ან მინის თასი

ინსტრუქცია: 

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და თასი შედეთ ცხელ ღუმელში. გააჩერეთ 20 წუთი. შემდეგ მაგიდის ტილო ან თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ნაჭერი გააჯერეთ ძმრისა და წყლის გაგრილებული ნარევით და გაწმინდეთ ღუმელი. ძალიან მარტივად აიღებთ დარბილებულ, დაორთქლილ ცხიმსა და ჭუჭყს.

თუ არ დაგეზარებათ და ღუმელს ყოველი გამოყენების შემდეგ გაწმენდთ, მუდამ იბრწყინებს ის სისუფთავისგან და რაც მთავარია, არ დაგჭირდებათ ძვირადღირებული ქიმიური საშუალებების გამოყენება.