შემოთავაზებული სასუქის რეცეპტი აუცილებლად დააინტერესებთ იმ ადამიანებს, რომელთაც საკუთარი ხელით გამოჰყავთ ჩითილები და თვალყურს ადევნებენ მათ ზრდასა და დაფესვიანებას.
კვებეთ თქვენი ნერგები შვრიის ფანტელით მომზადებული სასუქით და თქვენ თვალწინ დამსხვილდება მათი ღეროები. ნერგები გაიზრდება ჯანსაღი და გაუვითარდება ძლიერი ფესვთა სისტემა. ამ მარტივი სასუქის წყალობით ჩითილები უფრო ამტანი გახდება, ადვილად შეეგუება გადარგვას, ახალ საარსებო გარემოს, უფრო სწრაფად გაიზრდება და გაგახარებთ უხვი მოსავლით.
ბუნებრივი და ჯანსაღი სასუქის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შვრიის ფანტელი 1 ჭიქა
- წყალი 500 მლ
- შაქარი 1 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- შვრიას დაასხით წყალი და დააბლენდერეთ რძის მსგავსი მასის მიღებამდე. შემდეგ შეურიეთ შაქარი.
- ქილას დაახურეთ ხუფი და სითბოში გააჩერეთ 3 დღე.
- შემდეგ შვრიის რძე გადაწურეთ და 1 წილი გააზავეთ 5 წილ წყალში.
- მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ნერგები მორწყეთ 2 კვირაში ერთხელ.
ორგანული სასუქი ძალას მისცემს ახალგაზრდა მცენარეებს. განსხვავებას ძალიან მალე დაინახავთ. ყველაზე სუსტი ნერგიც კი გახდება ჯანსაღი და ძლიერი.