აირჩიეთ მოცეკვავე წყვილი, რათა გაიგოთ, როგორი ურთიერთობა გჭირდებათ ბედნიერებისთვის

9432

ადამიანები ერთმანეთისგან ენერგეტიკით, ხასიათით, ღირებულებებითა და გემოვნებით ძალიან განვსხვავდებით. განსხვავებულია ჩვენი დამოკიდებულება ორ ადამიანს შორის ურთიერთობის მიმართაც, რადგან საკუთარი ღირებულებებისა და ფასეულობების გათვალისწინებით, ყველას შესაბამისი და შესაფერისი პარტნიორი და ამ საკითხისადმი ინდივდიუალური მიდგმომა გვჭირდება, რათა თავი ჰარმონიულად და ბედნიერად ვიგრძნოთ.

კარგად დააკვირდით ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოს და შეაჩერეთ არჩევანი ცეკვის იმ სტილზე, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ. თქვენი არჩევანი გიკარნახებთ, თუ როგორი ურთიერთობა გჭირდებათ, რათა თავი ცხოვრების ბოლომდე ბედნიერად იგრძნოთ.

1. ფლამენკო

ცხოვრების ამ ეტაპზე სერიოზული ურთიერთობები არ გჭირდებათ, რადგან უბრალოდ მზად არ ხართ. რაც არ უნდა ძლიერად შეგიყვარდეთ, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვერავინ წაგართმევთ. გჭირდებათ გვერდში ისეთი ადამიანი, რომელიც დააფასებს თქვენს პირად სივრცეს და პატივისცემით მოეკიდება თქვენს ყველა გადაწყვეტილებას, თუნდაც ცოტახნით განმარტოვება მოგინდეთ.

2. ბალეტი

თქვენი ცხოვრება აუცილებლად უნდა ჰგავდეს კლასიკური რომანის სიუჟეტს, რათა თავი ბედნიერად იგრძნოთ. გჭირდებათ გვერდში ისეთი ადამიანი, რომელსაც მთელი გულით სწამს, რომ სიყვარულზე ძლიერი გრძნობა არ არსებობს. ძალიან გიყვართ რომანტიზმი და ემოციებისგან დაცლა. ყოველთვის თავს არიდებთ დროებით ურთიერთობებს და ეძებთ ცხოვრების მეგზურს, იმედები კი არაერთხელ გაგცრუებიათ. სანერვიულო არაფერია, რადგან ჭეშმარიტ სიყვრულს აუცილებლად მიაგნებთ!

3. ტანგო

ვერც კი წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა იყოთ ბედნიერი ისეთ ურთიერთობაში, რომელიც ვნებით არ არის სავსე. თქვენი ხასიათის გამო, ხშირად კამათობთ საყვარელ ადამიანთან, რაც საგანგაშო ნამდვილად არ არის, რადგან სწორედ ასეთი დამოკიდებულება გვაახლოვებს ერთმანეთთან და ამყარებს კავშირს ორ ადამიანს შორის. სიყვარული თქვენთვის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ღირებული რამაა, თუმცა ის აუცილებლად ემოციებითა და ვნებით უნდა იყოს აღსავსე.

4. სალსა

თანაბარი უფლებები – ბედნიერი თანაცხოვრების აუცილებელი წინაპირობა თქვენთვის. ხართ საკმაოდ გულწრფელი და გამგებიანი ადამიანი, გიყვართ პარტნიორი ზუსტად ისეთი, როგორიც არის და არასდროს მოსთხოვთ მას შეცვლას. ვერ იტანთ, როდესაც დათმობებზე გთხოვენ წასვლას, რადგან თქვენთვის სიყვარული სრულიად უანგარო ცნებაა. ყველაზე ხშირად ამ ტიპის ურთიერთობა იმ წყვილს შორის ვითარდება, რომელთაც წარსულში დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდათ.

5. დისკო

თავი ბედნიერად რომ იგრძნოთ, გჭირდებათ ურთიერთობა ისეთ ადამიანთან, რომელსაც მონათესავე სულად მიიჩნევთ, რათა ერთად ჩაიდინოთ გიჟური საქციელები, გაერთოთ ბოლომდე და გაუზიაროთ ერთმანეთს ზღვა ემოციები.

6. ვალსი

გჭირდებათ ისეთი პარტნიორი, რომელიც თქვენს ურთიერთობაში დომინანტი იქნება. ძალიან გინდათ, თქვენს გვერდში ხედავდეთ ძლიერ ადამიანს, რომელსაც დამოუკიდებლად შეეძლება პრობლემების გადაჭრა, იზუნებს თქვენზე და არასდროს მოგაკლებთ ყურადღებას.

ცეკვის რომელ სტილზე შეაჩერეთ არჩევანი? როგორ ფიქრობთ, რამდენად ზუსტია ეს ტესტი? აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი დამოკიდებულება კომენტარების ველის მეშვეობით.