ქრონიკული ჰაიმორიტი შავი ჩაით ინკურნება. მეთოდი, რომელიც პირადად გამოვცადე

820

უბრალო სურდოც კი მარტივად შეიძლება გადაიზარდოს ისეთ უსიამოვნო პრობლემაში, როგორიც ჰაიმორიტია. ადამიანების არც თუ ისე მცირე ნაწილისთვის კარგად არის ცნობილი, თუ რამდენად დიდ დისკომფროტთან და უსიამოვნო შეგრძნებებთანაა დაკავშირებული ეს დაავადება.

იცოდით, რომ პრობლემის გადაჭრა და ნორმალურად სუნთქვის უნარის დაბრუნება მარტივად არის შესაძლებელი იაფი და ხელმისაწვდომი საშინაო საშუალებით? დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ საშუალებას გაგაცნობთ და მისი მომზადების საკმაოდ იოლ ინსტრუქციასაც შემოგთავაზებთ.

შავი ჩაი ჰაიმორიტის წინააღმდეგ

დაგჭირდებათ:

  • 1 ჩ.კ. ნატურალური თაფლი
  • 1 ჩ.კ. ევკალიპტის ნაყენი (იყიდება ყველა აფთიაქში)
  • 1 ჩ.კ. ძლიერი შავი ჩაი

ინსტრუქცია:

  1. მოადუღეთ რაც შეიძლება ძლიერი შავი ჩაი.
  2. აიღეთ ის 1 სუფრის კოვზის ოდენობით და დაუმატეთ თაფლიდა და ევკალიპტის ნარევს.
  3. აიღეთ სტანდარტული ზომის პიპეტი, შეავსეთ ის ნახევრამდე ამ ნარევით და ჩაიწვეთეთ ცხვირის ჯერ ერთ, ხოლო შემდეგ მეორე ნესტოში.
  4. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – მინიმუმ 3 დღე. უმჯობესი იქნება, თუ ამ საშუალებას გამოიყენებთ ყოველდღიურად მდგომარეობის სრულ გაუმჯობესებამდე.

მოცემული მეთოდი იძლევა სასურველ შედეგს მხოლოდ ჰაიმორიტის საწყის სტადიაზე. თუ უკვე დიდი ხანია ამ პრობლემისგან იტანჯებით, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და მიიღეთ საჭირო ზომები!

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი დაავადების პროფილაქტიკა და მკურნალობა გაცილებით მარტივია საწყის სტადიაზე, ჯერ კიდევ იქამდე, სანამ სიტუაცია გამწვავდება. თუ ამ უსიამოვნო დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები შეგაწუხებთ, დაიწყეთ ამ წვეთების გამოყენება, რათა სწრაფადვე გათვისუფლდეთ პრობლემისგან და თავიდან აირიდოთ სერიოზული გართულებები.