7 სიმპტომი იმისა, რომ სტრესი თანდათან ანადგურებს თქვენს ჯანმრთელობას

1152

თანამედროვე ადამიანი სტრესს ყოველდღიურად განიცდის. იგი მოქმედებს ადამიანის როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

ფიზიკურ დონეზე სტრესი თავს სხვადასხვანაირად იჩენს – გულისრევის, დაღლილობისა და გამონაყარის სახითაც კი. დიახ, შესაძლოა, სტრესზე ალერგიული რეაქცია გქონდეთ.

ამ მდგომარეობაში იმუნიტეტი ქვეითდება, ადამიანს კი ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა აწუხებს. გთავაზობთ ამ პრობლემათა სიას:

1. წონის მერყეობა

სტრესი, შესაძლოა გახდეს როგორც უმადობის, ისე მგლური მადის მიზეზიც. მიირთვით თხილეული – ცილა დაგანაყრებთ და გაგიქრობთ ტკბილეულისკენ მიდრეკილებას.

2. თავის ტკივილები

თუ აქამდე არასდროს შეუწუხებიხართ თავის ტკივილებს, ბოლო დროს კი სულ უფრო ხშირად გაწუხებთ, შესაძლოა, ზედმეტად დაძაბული ხართ. სტრესის გამო ორგანიზმში ისეთი ქიმიური ნივთიერებები გამოიყოფა, რომლებიც ავიწროებს სისხლძარღვებს თავის ტვინში და იწვევს თავის ტკივილებს.
თუ ტკივილგამაყუჩებლის მიღება არ გსურთ, შეიზილეთ საფეთქლებში ლავანდის ან პიტნის ეთერზეთები.

3. კუჭის პრობლემები

სტრესს შეუძლია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, მაგალითად, კუჭის მჟვიანობის მომატება, რაც სხვადახვა დისპეპსურ მოვლენასა და გულძმარვას გამოიწვევს.
მიიღეთ ანტაციდური პრეპარატი – იგი შეამცირებს კუჭის მჟავიანობას.

4. მუდმივი გაციება

სტრესი დიდ დარტყმას აყენებს იმუნურ სისტემას, რის გამოც ჩვეულებრივზე უფრო ხშირად ხდებით ავად.
თუთიის საკვები დანამატები ამცირებს გაციების ხანგრძლივობას, ოღონდ ისინი შეუძლოდ გახდომიდან 24 საათის განმავლობაში უნდა მიიღოთ. მედიტაცია, რეგულარული ფიზიკური სავარჯიშოები და გამოძინებაც დაგეხმარებათ სტრესის მოხსნასა და იმუნური სისტემის გაძლიერებაში.

5. გამონაყარი

ეს მაშინ, როცა თქვენ უკვე აღარ ხართ მოზარდი. თუ სახეზე მუდმივად ჩნდება მუწუკები, მიზეზი ქრონიკულ სტრესში ეძიეთ. ამ მდგომარეობაში სხეული დიდი რაოდენობით კორტიზოლს გამოყოფს, რომელიც ასტიმულირებს კანის ცხიმის გამოყოფას და მტვერთან, სიბინძურესა და მკვდარ უჯრედებთან ერთად, იწვევს მუწუკების გაჩენას.
რეგულარულად გამოიყენეთ ბენზოილპეროქსიდის ან სალიცილინის მჟავის შემცველი გელი ან კრემი.

6. ინფორმაციის გადამუშავებისა და ფიქრის გართულება

სტრესს თავის ტვინის ფუნქციონირების დარღვევაც შეუძლია. დახუჭეთ თვალები და მოდუნდით, სანამ ყურადღება არ აღდგება. შეასრულეთ ღრმა სუნთქვითი სავარჯიშოები, მოიშორეთ ზედმეტი აზრები, კონცენტრირდით მხოლოდ სუნთქვაზე.

7. თმისცვენა

60-100 ღერი თმის დაკარგვა სავსებით ნორმალურია, თუმცა, სტრესს ამ ციკლის დარღვევაც შეუძლია.
ქრონიკული სტრესი თმის ფოლიკულებს “სიმშვიდის ფაზაში” აგდებს, რამდენიმე თვეში კი ეს ღეროები ცვივა. როგორც კი სტრესს გაუმკლავდებით, თმა მაშინვე დაიწყებს ამოსვლას, ამიტომ მოთმინება გმართებთ.