თუ სახლში ფულის ხეს (ბარაქის ხეს) ზრდით, უნდა იცოდეთ, რას რწყავთ და რატომ.

179617

ალბათ, ბევრ თქვენგანს სმენია ოთახის პოპულარული მცენარის, ფულის ხის შესახებ, რომელიც სიმდიდრესა და იღბალს იზიდავს. იცოდით, რომ გარდა წარმატებისა და მატერიალური კეთილდღეობის მოხვეჭისა, ის სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა?

გაგიკვირდებათ, მაგრამ ოთახის ეს ლამაზი მცენარე საკუთარი სამკურნალო თვისებებით ალოე ვერასაც კი არ ჩამოუვარდება. თუ თქვენს ფანჯრის რაფაზე ფულის ხე იზრდება, გირჩევთ, განაგრძოთ სტატიის კითხვა და შეიტყოთ საინტერესო ინფორმაცია მის შესახებ.

ადამიანები, რომელთაც მისი გაზრდისა და მოვლის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, აღნიშნავენ, რომ ეს მცენარე გრძნობს, როდესაც სახლში ვინმე ძლიერ ავად არის და ასეთ შემთხვევაში მისი ფოთლები გაყვითლებასა და დაჭკნობას იწყებს, თითქოს ის უარყოფით ენერგეტიკას ბოლომდე იწოვს, ხოლო როდესაც ავადმყოფი გამოჯანსაღების გზას ადგება, მცენარეც თითქოს თავიდან იბადება და ცოცხლდება.

ფულის ხის სამკურნალო თვისებები

1. მსუბუქი დამწვრობის, პატარა ჭრილოების, სისხლჩაქცევებისა და გაჭიმულობის დროს

წვრილ სახეხზე გახეხეთ ფულის ხის რამდენიმე ფოთოლი და მიღებული ფაფისებრი მასა წაისვით ზემოდან კანის პრობლემურ მონაკვეთზე, გადაიხვიეთ დოლბანდი და დაიტოვეთ სამოქმედოდ. სახვევი შეიცვალეთ ყოველ 5 საათში ერთხელ. ასე საგრძნობლად დააჩქარებთ დამწვრობების, ჭრილობებისა და სისხლჩაქცევების მკურნალობის პროცესს.

2. პირველი დამხმარე მწერების ნაკბენის დროს

ნებისმიერი მწერის ნაკბენის დროს დღეში 4-ჯერ წაისვით კანის შესაბამის მონაკვეთზე ფულის ხის ფოთლების წვენი. შეშუპება და ქავილის შეგრძნება მყისიერად გაქრება, თანაც საიმედოდ დაიცავთ თავს ჭრილობაში ნებისმიერი სახის ინფექციის შეჭრისგან.

3. პიელონეფრიტი და ცისტიტი

კარგად დააქუცმაცეთ ფულის ხის 5 ფოთოლი (ბლენდერის ან სახეხის გამოყენებით), დაასხით 200 მლ ცხელი წყალი, დააყოვნეთ 1 საათით და შემდეგ გადაწურეთ. მზა ნაყენი მიიღეთ 1 სუფრის კოვზის ოდენობით ჭამამდე 20 წუთით ადრე, დღეში 2-ჯერ.

4. ყელის ტკივილი

მცენარის 10 ფოთლისგან კარგად გამოწურეთ წვენი და ჩაამატეთ ის 300 მილილიტრ თბილ წყალში. გამოივლეთ ყელში ეს ხსნარი დღეში 3-ჯერ, ჭამიდან რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ.

5. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები

საუზმობამდე დაახლოებით 1 საათით ადრე მიირთვით ფულის ხის ორი ფოთოლი, აუცილებლად ღეჭეთ კარგად.

6. ჰერპესი

გამოწურეთ წვენი კარგად მცენარის რამდენიმე ფოთლისგან და წაისვით ის ჰერპესულ გამონაყარზე ყოველ 1 საათში ერთხელ. შეგიძლიათ ფოთლების წვენში ჩაალბოთ ბამბის დისკიც, დაიფინოთ ის კანის შესაბამის მონაკვეთზე, დაიფიქსიროთ პლასტირით და დაიტოვოთ სამოქმედოდ რამდენიმე საათით.

7. ართრიტი და ართროზი

გამოწურეთ წვენი ფულის ხის 13 ან 15 ფოთლისგან და დაძინების წინ კარგად დაიმუშავეთ მტკივანი სახსრები, ჩამოიბანეთ კანი დილით, გაღვიძებისას. ტკივილი საგრძნობლად შეგიმსუბუქდებათ.

გაითვალისწინეთ, ფულის ხე შეიცავს დარიშხანს, ამიტომ მისი ბოროტად მოხმარება არ არის მიზანშეწონილი. თუ ფულის ხის ფოთლების, მათი წვენისა და სპეციალური ნაყენების შინაგანად მიღებას გადაწყვეტთ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, მაშინ აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!