ოსტეოქონდროზი – ხერხემლის ქრონიკული დაავადება, რომელიც აზიანებს მალთაშუა დისკებსა და ხრტილებს. დღითიდღე ხერხემალთან და სახსრებთან დაკავშირებული პრობლემებისგან სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იტანჯება, რაც ცხოვრების მჯდომარე და არაჯანსაღი სტილით არის განპირობებული.
არსებობს ერთი ნატურალური საშუალება, რომელიც ოსტექონდროზის დროს ძალიან დამეხმარა. ბრინჯის კვასი – საშუალება, რომელსაც ძალიან დადებითი გავლენა აქვს ჩვენს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე. ის ბოლომდე აღადგენს სახსრებსა და ხრტილებს, ამარცხებს ტკივილებსა და უსიამოვნო შეგრძნებებს, თავიდან გვარიდებთ ძვლებთან დაკავშირებულ არაერთ სერიოზულ პრობლემას.
როგორ მზადდება ბრინჯის კვასი
დაგჭირდებათ:
- 1 ლიტრი ანადუღარი წყალი;
- 4 სუფრის კოვზი ბრინჯი;
- 3 სუფრის კოვზი შაქარი;
- 5 ქიშმიში (მუქი შავი ფერის).
მომზადებისა და გამოყენების წესი:
- 1 ლიტრ ანადუღარ წყალში ჩაამატეთ ყველა ჩამოთვლილი ინგრედიენტი და კარგად გადაურიეთ.
- დააყოვნეთ ნარევი 4 დღე-ღამის განმავლობაში, შემდეგ კი გადაწურეთ.
- მიღებული სითხე გაანაწილეთ ბოთლებში და შეინახეთ მაცივარში.
- ბრინჯის მზა კვასი უნდა მიირთვათ ნახევარი ჭიქის ოდენობით დღეში სამჯერ, ჭამიდან რამდენიმე წუთის შემდეგ.
- მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. განაგრძეთ ბრინჯის კვასის მიღება მინიმუმ იქამდე, სანამ უსიამოვნო შეგრძნებები სრულიად არ გაქრება.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საშუალება თქვენც ისევე დაგეხმარებათ, როგორც მე. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის!