უზბეკური ხანუმი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ რულეტი. მე ერთდროულად ყოველთვის ორს ვამზადებ.

835

დღეს, ჩვენ გთავაზობთ ვირტუალურ მოგზაურობას უზბეკეთში: მოამზადეთ გემრიელი ამ ქვეყნის ეროვნული კერძი – ხანუმი. ახალი ცომის და წვნიანი შიგთავსის კომბინაცია, დაამატეთ არომატი აღმოსავლური სანელებლები, ეს ყველაფერი ნამდვილი გემოს დღესასწაულია!

ხანუმი არ არის ერთადერთი სახელწოდება ამ კერძისთვის. მას ასევე უწოდებენ ბურმას, კირკაბატს, ხუნანს, ხანონს, ეს – ყველაფერი მარტივი რულეტია.

ხანუმის კლასიკური რეცეპტი მოიცავს შიგთავსს, რომელიც შედგება მხოლოდ კარტოფილის, ხახვის და სანელებლებისგა. ჩვენ მას ასევე ხორცსაც დავუმატებთ.

მასალები ცომისთვის (გათვლილი 2 ცალ რულეტზე):

  • 500-600 გ ხორბლის ფქვილი
  • 100 მლ ცივი წყალი
  • 1-2 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • მწიკვი მარილი

მასალები შიგთავსისთვის:

  • 600 გ ძროხის ხორცი
  • 2-3 ხახვი
  • 1 ს.კ. გამდნარი კარაქი
  • 5 საშუალო ზომის კარტოფილი
  • 45 გ ცხვრის ცხიმი (წვენისთვის)
  • ქინძი
  • ძირა
  • პაპრიკა
  • მარილი

მომზადება:

1. დიდ ჯამში გაცერით ფქვილი, გააკეთეთ ჩაღრმავება ცენტრში და ჩაასხით ცივი წყალი, დაუმატეთ ზეთი და მარილი. მოზილეთ მაგარი ცომი, დააყარეთ ფქვილი თუ მოითხოვს.

2. ცომს გადააფარეთ თავზე და შედგით მაცივარში 1 საათის განმავლობაში.

3. დაიწყეთ შიგთავსის მომზადება. გარეცხეთ ხორცი, დაჭერით რაც შეიძლება წვრილად, ცხვრის ქონიც დაჭერით და აურიეთ ხორცთან ერთად.

4. წვრილად დაჭერით ხახვი, დაუმატეთ ხორცს, ყველაფერი გააკეთეთ ხელით. მოაყარეთ სანელებლები და მარილი.

5. გაასუფთავეთ კარტოფილი, დაჭერით წვრილ კუბიკებად დაუმატეთ ხორცს.

6. გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, გაყავით 2 ნაწილად, გამოიყვანეთ თხელი ფენები.

7. გულიც გაყავით 2 ნაწილად, მოათავსეთ ცომზე თხელ ფენად, კიდეები დაუტოვეთ თავისუფალი. გადაახვიეთ და ჩაამაგრეთ ნაპირები.

8. წაუსვით გამდნარი კარაქი რულეტს და ორთქლზე მოსახარშ ფორმას. (ამ რულეტის გამოსაცხობად იყენებთ ორთქლზე მოსახარშ ქვაბსა და მის ზედა ნახვრეტებიან ნაწილს) აადუღეთ წყალი და ორთქლზე უნდა მომზადდეს 45-60 წუთის განმავლობაში.

მოსახერხებელია ამ კერძის ცელ მდგომარეობაში მირთმევა. შეგიძლიათ მოაყაროთ გახეხილი მწვანილი, სურნელოვანი სოუსი, მაგალითად, პომიდვრის ან არაჟნის. მიართვით თქვენს ახლობლებს. ნამდვილად დაიმსახურებს მათ მოწონებას.

გაუზიარე ეს აღმოსავლური რეცეპტი თქვენს მეგობრებს.