დედას სახსრების გაუსაძლისი ტკივილი ტანჯავდა. ექიმის რჩევით, პრობლემას მხოლოდ კვებში ცვლილებების შეტანით გავუმკლავდით

1703

დღესდღეობით სახსრებთან და ძვლებთან დაკავშირებული პრობლემები ძალიან ხშირია არა მხოლოდ ხანდაზმულ ადამინებში, არამედ ახალგაზრდებშიც კი, რაც ცხოვრების თანამედროვე, არაჯანსაღი სტილით არის განპირობებული.

როგორც კი სახსრების ტკივილი შეგაწუხებთ, დაუყონებლივ უნდა მიიღოთ შესაბამისი ზომები, რათა თავიდან აირიდოთ პრობლემის გამწვავება და სერიოზული გართულებები.

დედა 62 წლის ასაკში სახსრების გაუსაძლისმა, ჯოჯოხეთურმა ტკივილებმა შეაწუხა. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მან ყოველდღიურად ძალიან დიდი რაოდენობით აბების მიღება დაიწყო. შედეგი თავდაპირველად მართლაც თვალსაჩინო იყო, თუმცა, სამწუხაროდ, მხოლოდ დროებითი. გარდა ხანმოკლე ტკივილგამაყუჩებელი ეფექტისა, როგორც ყველამ კარგად ვიცით, სააფთიაქო პრეპარატებისთვის ძალიან დიდი რაოდნეობით გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი.

ბევრი რომ აღარ ვისაუბროთ, ერთადერთი გამოსავალი ამ უსიამოვნო სიტუაციიდან კვების რაციონის იმ პროდუქტებით გამდიდრებაა, რომლებიც აძლიერებს და უნარჩუნებს ახალგაზრდობას ჩვენს ძვლებს, სახსრებს, მყესებსა და იოგებს.

სპეციალური კვება სახსრების ბოლომდე აღსადგენად

იმისათვის, რომ გაუმკლავდეთ სახრების ძლიერ ტკივილს, აღიდგინოთ და გაიჯანსაღოთ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა, საკმარისია კვების რაციონის გამდიდრება ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებით.

1. კენკრა (ჟოლო, მოცვი, ანწლი, მაყვალი)

კენკრის იმ სახეობების რეგულარულად მირთმევით, რომელთათვის გაჯერებული ფერია დამახასიათებელი, შეძლებთ ორგანიზმის მომარაგებას ანტოციანებით – ნივთიერება, რომელიც ანთების საწინააღმდეგო ძლიერი თვისებებით გამოირჩევა. გარდა კენკრისა, მასქიმალურად ხშირად მიირთვით ალუბალი და მისგან მომზადებული ნატურალური წვენები, საგრძნობლად შეიმციროთ შარდმჟავას დონე სისხლში, რომელიც პოდაგრის განვითარებას პროვოცირებს.

2. ბროწეული

ბროწეულის მარცვლები და მისი ქერქი – პროდუქტი, რომელიც მდიდარია პოლიფენოლური შენაერთებით (ნივთიერება, რომელიც ამაღლებს ნებისმიერი ქსოვილის თავდაცვით ძალებს). თუ რეგულარულად ბროწეულს მიირთმევთ, შეძლებთ სახსრებში მიდმინარე ანთებითი პროცესების ჩახშობას, მათ გაძლიერებასა და გაჯანსაღებას.

3. თევზი

განსაკუთრებით სასარგებლოა ცხიმიანი სახეობის თევზი: ორაგული, სკუმბრია და კალმახი. თუ კვების რაციონს თევზით გაამდიდრებთ, შეძლებთ ორგანიზმის მომარაგებას ომეგა 3-ის ცხმოვანი მჟავებით – ნივთიერება, რომლისთვისაც ანთების საწინააღმდეგო ძლიერი ეფექტია დამახასიათებელი და აქვს გამაჯანსაღებელი გავლენა ჩვენს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე. თევზი აუცილებლად მოამზადეთ ორთქლზე, მოხარშეთ ან გამოაცხვეთ ღუმელში – ასე პროდუქტი ბოლომდე ინარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებებს.

4. ბროკოლი

მოცემული პროდუქტი მდიდარია კალციუმითა და ორგანული შენაერთებით, რომლებიც ანტიბაქტერიული თვისებებით გამოირჩევა. რეგულარულად ბროკოლს მირთმევით თქვენ შეძლებთ იმუნური სისტემის სტიმულირებას, რევმატოიდული ართრიტის პრევენციას, ძვლებისა და კუნთოვანი ქსოვილების გაძლიერებას. მოცემული პროდუქტი საგრძნობლად ამცირებს ოსეოართრიტის განვითარების რისკსაც.

5. მწვანე ჩვაი

მწვანე ჩაი ანტიოქსიდანტების რეკორდული შემცველობით გამორჩეული პროდუქტია. მაგალითად, კატეჰინები, რომლებიც ჭარბადაა მოცემულ პროდუქტში, ახშობს ორგანიზმში მიმდინარე ანთებთ პროცესებს და თავიდან გვარიდებთ ართრიტის განვითარებას.

6. ლობიო

ლობიოს შემადგენლობაში შედის ამინომჟავები, რომლებიც მონაწილეობს ხრტილოვანი ქსოვილების მშენებლობაში. ყველაზე სასარგებლოდ მიჩნეული ლობიოს შავი სახეობა, რადგან მასში ძალიან მაღალია მანგანუმის შემცველობა – საკმაოდ მნიშვნელოვანი მინერალი ჩვენი სახსრების ჯანმრთელობისთვის.

7. ხახვი და ნიორი

ორივე ბოსტნეული გამორჩეული გოგირდის მაღალი შემცველობით, რომელიც ამცირებს ნატრიუმის დონეს ორგანიზმში. როდესაც ნატრიუმის დონე მომატებულია, ართრიტისა და ოსტეოპოროზის განვითარების რისკი საოცრად მაღალია.

გარდა კვების რაციონის ჩამოთვლილი პროდუქტებით გამდიდრებისა, თქვენ მასქიმალურად უნდა მოერიდოთ ციტრუსებს, პომიდორს, რძის პროდუქტებს, წიწაკასა და ხორბალს.

თუ სახსრების ტკივილები გაწუხებთ, აუცილებლად ცადეთ კვების რაციონის გამდიდრება ჩამოთვლილი 7 პროდუქტით და პირობას გაძლევთ, ხანმოკლე დროში ამ უსიამოვნო პრობლემისგან დაიხსნით თავს.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც, ისინი მადლიერები დარჩებიან. გისურვებთ ჯანმრთელობას!